Saturday, June 18, 2011

„ჰიუნდაი“ უფრო მძლავრ კუპე „ჯენეზისს“ გამოუშვებს

More Powerful Hyundai Genesis Coupe Coming to 2012 NAIAS
18 ივნისი
„ჰიუნდაის“ სამოდელო გამაში, კუპე „ჯენეზისი“ საიმიჯო ავტომობილია და მისი მოწოდება ისაა, რომ კორეული კომპანიის ავტომობილებზე მყიდველს წარმოდგენა უკეთესობისკენ შეუცვალოს. ის ამ დანიშნულებას ასრულებს - ელეგანტურია და ხელმისაწვდომი და თანაც, საკმაოდ ტემპერამენტიანიც. თუმცა, ბევრისთვის ეს საკმარისი არაა. სპორტული ავტომობილების მოყვარულები, მწარმოებლისგან მეტ ცხენის ძალას ელიან. და, როგორც ჩანს, ეს მოლოდინი მალე დაკმაყოფილდება.

კამუფლაჟში გამოწყობილი მოდიფიცირებული „ჯენეზისი“ უკვე გადის საგზაო ტესტებს არქტიკულ ზოლში და როგორც ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია გვატყობინებს, განახლებული სახით ის პირველად დეტროიტის საერთაშორისო საავტომობილო შოუზე გამოჩნდება. ინტერნეტ გამოცემა „ინსაიდ ლაინის“ ინფორმაციით, განახლებულ ავტომობილზე მთავარი სიახლე, გაძლიერებული ძრავებია.
სიმძლავრე ორივე - 2.0 და 3.8-ლიტრიან V6 ძრავს მოემატა. ამასთან, უფრო მცირელიტრაჟიანი აგრეგატი ამიერიდან უფრო მძლავრიც იქნება (რამდენად, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ხელმიუწვდომელია) და ეკონომიურიც. „ინსაიდ ლაინის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ ძრავით აღჭურვილი ავტომობილი, მაგისტრალზე 100 კილომეტრს დაახლოებით 7.1 ლიტრი ბენზინით გაივლის. რაც შეეხება 3.8-ლიტრიან V6-ს, რომელიც აქამდე 306 ცხენის ძალას იძლეოდა, მისი სიმძლავრე 333 ცხენის ძალამდე გაიზრდება.
აგრეგატების გაძლიერების გარდა, ახალი „ჯენეზისი“ გარეგნობითაც უფრო დაიხვეწება და ის კორეული კომპანიის ახლანდელ კორპორატიულ სტილში შესრულდება. დაკიდევ, საბაზო კომპლექტაციაში, ლუქსის კლასის ავტომობილებისათვის შესაფერისი სისტემებით აღიჭურვება.

No comments:

Post a Comment