Saturday, June 18, 2011

„ნისანი“ ტოპ აღმასრულებლებს უფრო მეტს უხდის, ვიდრე „ტოიოტა“ და „ჰონდა“


Nissan Pays Top Execs Twice as Much as Toyota and Honda
18 ივნისი
„ტოიოტას“ აღმასრულებლები და დირექტორები ალბათ შურით აღივსნენ, როდესაც გაიგეს, რომ „ნისანის“ შესაბამისი თანამდებობის პირები, მათზე ორჯერ მეტ გასამრჯელოს იღებენ. არადა, „ტოიოტა“ უდიდესი იაპონური საავტომობილო კომპანიაა, „ნისანი“ კი მეორეა. ამ ინფორმაციას, სააგენტო ბლუმბერგი ავრცელებს.

განცხადებაში, რომელიც „ნისანმა“ თავისი აქციონერების ყოველწლიურ კრებამდე გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ მისი 14 აღმასრულებლის საშუალო წლიური ანაზღაურება 126 მილიონი იენია, რაც 1.6 მილიონი დოლარის ტოლფასია. შედარებისთვის, „ტოიოტას“ 38 დირექტორი და აუდიტორი საშუალოდ 41 მილიონ იენს იღებს.
ასეთი სოლიდური განსხვავების ერთი შესაძლო ახსნა შეიძლება ის გარემოება იყოს, რომ „ნისანმა“ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16 პროცენტით მეტი ავტომობილი გაჰყიდა, რამაც 31 მილიარდი იენის შემოსავალი მოუტანა. იმავე პერიოდში, „ტოიოტას“ გაყიდვები 12 პროცენტით, 25 მილიარდ იენამდე შეუმცირდა, ეს კი წინა წელიწადნახევრის განმავლობაში, ყველაზე უარესი მაჩვენებელია.
„ნისანის“ მთავარი აღმასრულებელი კარლოს გონი (ფოტოზე ელექტრომობილ ნისან ლიფთან), იაპონური საავტომობილო კომპანიების ხელმძღვანელებს შორის, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოხელეა. შარშან მისმა გასამრჯელომ 891 მილიონი იენი, ანუ 1.1 მილიონი დოლარი შეადგინა. თავად გონი თვლის, რომ მის კომპანიაში ხელფასების სწორი სტრატეგია აქვთ, რადგან მას სურს, რომ კომპანია თანამშრომლების გარჯას და ნიჭს შესაბამისად უნდა ანაზღაურებდეს. მას სჯერა და აქციონერებსაც ამასვე უდასტურებს, რომ „საუკეთესო შედეგების მიღწევა მხოლოდ საუკეთესო ტვინებს შეუძლიათ, ისინი კი მაღალ ხელფასებს იმსახურებენ“.
მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, გონი მსოფლიო საავტომობილო ბიზნესში მაინც არ არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერი. მასზე გაცილებით მეტი წლიური ხელფასი „ფორდის“ მთავარ აღმასრულებელ ალან მიულალის აქვს, რომელმაც გასული წლის მოღვაწეობის სანაცვლოდ, 27 მილიონი დოლარი დაიმსახურა...

No comments:

Post a Comment