Monday, June 20, 2011

„შევროლე“ წარმოებისთვის პლაგ-ინ ქროსოვერს ამზადებს

GM Rumored to Debut New Plug-in Hybrid Crossover
20 ივნისი
ელექტრომობილების სიმპოზიუმზე „ჯენერალ მოტორსის“ წარმომადგენელმა დეივ ბართმუსმა განაცხადა, რომ მისი კომპანია დეტროიტის საავტომობილო შოუზე ახალი ავტომობილით გაგვაოცებს და მიანიშნა, რომ ეს პლაგ-ინ ჰიბრიდული ქროსოვერი იქნება.

აცტოსამყაროსთვის კარგადაა ცნობილი ამერიკული კომპანიის ბრენდ „შევროლეს“ ჰიბრიდული კონცეპტუალური ქროსოვერი „ვოლტ MPV5“, რომელიც პლაგ-ინ ჰიბრიდული „შევროლე ვოლტის“ პლატფორმაზეა აგებული და რომელსაც ბაზარი უკვე დიდი ხანია, ელის.
კონცეპტუალური „ვოლტ MPV5“ აღჭურვილია ელექტროძრავით, რომელიც 150 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ის ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკით იკვებება, რომლის ტევადობაც 16 კილოვატსაათია. გარდა ამისა, ენერგიის გამომუავებას ემსახურება ბენზინის 1.4-ლიტრიანი ძრავი, რომელთანაც ელექტრო გენერატორია დაკავშირებული. ამ წყვილის დახმარებით, ავტომოილის სვლის სიშორე 500 კილომეტრს აღწევს. არადა, მარტო აკუმულატორში დაგროვილი ენერგია მას მხოლოდ 50 კილომეტრის გასავლელად ეყოფა.
ბართმუსს არ დაუზუსტებია, თუ რით აპირებს ამერიკული გიგანტი დეტროიტის შოუს დამსწრეთა გაოცებას. არაა გამორიცხული, რომ გენერლების სიახლე სუფთა ელექტრომობილი იყოს, რომელსაც „ვოლტის“ მსგავსი სვლის სიშორე ექნება.

No comments:

Post a Comment