Friday, June 17, 2011

უცნაური ლიმუზინი იბეიდან

It Came From eBay Hell: Volkswagen Beetle Limousine
17 ივნისი
ვირტუალური ბაზარი, სახელად იბეი ძალიან პოპულარულია ინტერნეტით მოსარგებლეთა შორის. რას არ ნახავთ მის გვერდებზე - ანტიკვარებს და ბევრ ისეთ ნივთს, რომლის მსგავსი არცერთ სავაჭრო სახლსა და აუქციონზე არ გამოაქვთ. იბეი-ზევე შეხვდებით დაგრძელებულ, ლიმუზინის სტილში შესრულებულ „ფოლკსვაგენ ხოჭოს“ და „პონტიაკ ფიეროს“ შასიზე შესრულებულ რეპლიქარებს, რომლებსაც შეიძლება „ფერარის“, ან ლამბორგინის“, ან სულაც, „პორშე 356 სპიდსტერის“ გარეგნობა ჰქონდეს, თუმცა მათი ტემპერამენტი ვერანაირად ვერ დაგაკმაყოფილებთ.

ახლახანს კი ინტერნეტ-ბაზრობაზე ისეთი მანქანა გამოჩნდა, რომლის მსგავსიც ალბათ ადრე არასდროს გინახავთ. ესაა დაგრძელებული „ფოლკსვაგენ ხოჭო“, რომლის სალონიც მინი ბარის სტილშია შესრულებული. ავტომობილი ღიაა და რბილი დასახური ტენტი აქვს, თუმცა იმის გამო, რომ მანქანა საყრდენებს მოისაკლისებს, წვიმაში ასეთი სახურავი მაინც ვერ დაგიცავთ, რადგან წყალი სახურავს ამძიმებს და ისიც იზნიქება და წვება.
მანქანის სალონში ერთი ნორმალური სავარძელია და რა თქმა უნდა, ის მძღოლისთვისაა განკუთვნილი. მის გვერდზე იწყება მინი ბარი, რომელიც ხითაა გაწყობილი. ბარის უკან კი L-ის ფორმის სავარძელია, რომელიც დროს ტარებისთვისაა განკუთვნილი.
ვინ იცის, ვის მოუვიდა აზრად ასეთი სისულელის დამზადება. სამაგიეროდ, მისი გამყიდველი გვარწმუნებს, რომ ასეთი ავტომობილი მთელს მსოფლიოში მხოლოდ სამი ცალია. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ის ისეთი კლიენტის მოხიბვლას ცდილობს, რომელსაც ყოველგვარ „ექსკლუზიურ“ რამეებზე პირიდან დორბლი სდის. მითუმეტეს, ლიმუზინის პირობაზე, ფასი აშკარად არ იკბინება - ხოჭოს გარეგნობის ორბლებიანი მინი ბარი 39 999 დოლარი ღირს. სხვათა შორის, ძველი „ხოჭოს“ (რომლის ბაზაზეც ეს მოსიარულე მინი ბარია დამზადებული) შეძენა დაახლოებით 15-ჯერ უფრო იაფადაა შესაძლებელი.

No comments:

Post a Comment