Thursday, June 23, 2011

„შევროლე კოლორადო“ დაკარის დასაპყრობად ემზადება

Chevrolet Colorado Rally Concept looks ready to tackle Dakar
22 ივნისი
„ჯენერალ მოტორსს“ ჯერ ახალი „შევროლე კოლორადოს“ სერიული ვერსიის გაყიდვები არ დაუწყია, მაგრამ სამაგიეროდ, ამ პიკაპის ბაზაზე მომზადებული სპორტული მონსტრი, ბუენოს აირესის საავტომობილო შიუზე გამოფინა და გვამცნო, რომ ამ ავტომობილით, დაკარის რალი-მარათონზე მიიღებს მონაწილეობას.

თავისი აგრესიული და სპარტანული გარეგნობით, ეს ავტომობილი დანახვისთანავე გვამცნობს, რომ მისი სტიქია უგზოობაა. თითქოს უნდა გითხრათ, რომ თუნდაც მთვარეზე გაუშვით, ის თავის მიზანს მაინც მიაღწევს. ამაში მას „BF გუდრიჩის“ წარმოების უზარმაზარი, 305/60R18 ზომის ბორბალ-საბურავი დაეხმარება. მოულოდნელი წინაღობისგან (როგორიც შეიძლება ქვის ლოდი იყოს) ძრავს და ტრანსმისიას კი მანქანას წინიდანაც და უკნიდანაც, სპეციალური, სქელი კალთები იცავს.
მანქანის აგრესიულობა ინტერიერშიც იგრძნობა, სადაც სარბოლი ყაიდის სავარძლები და მათზე არსებული ხუთწერტილოვანი ღვედები დაგხვდებათ. აქედან პილოტს და მის შტურმანს საბურავებში წნევის და საკიდარის რეგულირება, მანქანიდან გადმოუსვლელად შეუძლიათ. გვერდითი შუშები აკრილისგანაა დამზადებული, რაც მინაზე გაცილებით მტკიცე და უსაფრთხოა.
კაპოტის ქვეშ 2.8-ლიტრიანი დზელის აგრეგატი დგას, რომლის მახასიათებლების შესახებაც, გამოფენაზე არაფერი თქმულა. რა თქმა უნდა, ის მანქანას სოლიდური სიმძლავრით და მაღალი მაბრუნი მომენტით მოამარაგებს. მაღალ მაბრუნ მომენტს კი დაკარის უდაბურ გზებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.
„ჯენერალ მოტორსის“ გლობალური მოდელების განყოფილების აღმასრულებელი ბრედ მერკელი ამბობს, რომ ამ ავტომობილის მეშვეობით, ყველას კარგი წარმოდგენა შეექმნება იმაზე, თუ როგორი იქნება „შევროლეს“ მომავალი პიკაპები. ამერიკული კომპანიის სამხრეთამერიკული შტოს პრეზიდენტი ხაიმე არდილა კი ამბობს, რომ „შევროლე რალი კოლორადო“ კიდვ ერთი საჩუქარია, მარკა „შევროლემ“ საკუთარი დაარსებიდან ასი წლის იუბილის აღსანიშნავად შექმნა.

No comments:

Post a Comment