Thursday, June 23, 2011

„მინი კუპე“ რბოლებისთვისMINI JCW Coupe Racer to Debut at 24h of Nurburgring
22 ივნისი
სულ რაღაც, სამი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც „მინიმ“ თავის ისტორიაში პირველი ორადგილიანი ავტომობილი გაგვაცნო და ის უკვე რბოლებისთვისაც მოუმზადებია. ის პირველად ამ უქმეებზე, ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში გამოვა. რა თქმა უნდა, იქ ინგლისური კომპანია გამარჯვებას არ გეგმავს. სამაგიეროდ, ასე თავისი ახალი ავტომობილის პრომოუშნს იწყებს. და ამისათვის გერმანული ტრასის ლეგენდარული ჩრდილოური მარყუჟი (ნორდშლაიფ) შეირჩა, ადგილი, რომელსაც ფორმულა ერთის სამგზის ჩემპიონმა ჯეკი სტიუარტმა „მწვანე ჯოჯოხეთი“ უწოდა.

„მინი ჯონ კუპერ უორკსის“ სარბოლი ვერსია სტანდარტული ოტხცილინდრიანი 1.6-ლიტრიანი ძრავის ფორსირებული ვერსიითაა აღჭურვილი. ძრავს საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა და წყვილი ტურბოკომპრესორი ემსახურება. მათი წყალობით, აგრეგატის სიმძლავრე 250 ცხენის ძალამდე, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 330 ნიუტონმეტრამდ გაიზარდა. ამის შედგი კი ისაა, რომ ავტომობილის სიჩქარე 240 კმ/სთ-ს აღწევს.
ძრავის გაძლიერების გარდა, ავტომობილი დიეტაზეც დასვეს - მისი წონა, 1240 კილოგრამიდან, 997 კილოგრამმდ შემცირდა. რა ტქმა უნდა, ეს იმის ხარჯზე მოხდა, რომ მას რბოლისთვის ბევრი უსარგებლო ნაწილი მოაშორეს. თუმცა, ისიც ფაქტია, ძარა სპეციალური ჩარჩო-კარკასითაა გაძლიერებული. გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია უსაფრთხოების ექვსწერტილოვანი ღვედებით, მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით და სტაბილიზაციის სარბოლოდ მომართული სისტემით. ავტომობილი ასევე აღჭურვილია პიტსტოპისთვის აუცილებელი ამწევებით და რეგულირებადი უკანა ფრთით, რომელიც წინა სპოილერთან და უკანა დიფუზორთან ერთად, გზასთან ჩაჭიდებას ზრდის.

No comments:

Post a Comment