Monday, July 11, 2011

„ჰიუნდაი“ სუპერ ავტომობილს გამოუშვებს?

Hyundai Supercar Still Possible
11 ივლისი
ინტერნეტ-გამოცემა „ინსაიდლაინთან“ საუბრისას, ამ კითხვაზე კორეული კომპანიის ამერიკული შტოს მთავარმა აღმასრულებელმა ჯონ კრაფჩიკმა მოკლედ უპასუხა - ეს მტკნარი სიცრუეაო. თუმცა, ინტერნეტით მაინც ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ჰიუნდაის“ სუპერ ავტომობილის წარმოების დაწყება აქვს გადაწყვეტილი.

მეტიც, ამ ხმების შესაბამისად, „ჰიუნდაის“ ხელმძღვანელობა შეთანწყობის ორ ვარიანტს განიხილავს - ძრავის წინა და ბაზაში განლაგებით. კორეული კომპანიის განკარგულებაში, ამჟამად მხოლოდ ერთი ისეთი ძრავია, რომელიც ასეთი ავტომობილისთვის შეიძლება გამოდგეს. ესაა 5.0-ლიტრიანი V8, რომელსაც სედან „ჯენეზის R-სპეცზე“ იყენებენ და რომელიც 429 ცხენის ძალას და 509 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამ ავტომობილზე მასთან 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია შეწყვილებული.
ჯერ არც ისაა გადაწყვეტილი, თუ რომელი კოლოფი შეუწყვილდება ამ ავტომობილზე V8 ძრავს. „ჯენეზისის“ კოლოფი ამისთვის არ გამოდგება. იგივე შეიძლება ითქვას 6-საფეხურიან მექანიკურ კოლოფზეც, რომელსაც ნაკლებად მძლავრ „ჯენეზისზე“ იყენებენ და „ველოსტერის“ რობოტიზებულ კოლოფზე, რომელსაც ძრავთან ორდისკოიანი ქურო აკავშირებს. ამ ორი კოლოფისთვის, მძლავრი V8 აგრეგატის მაქსიმალური მაბრუნი მომენტი მეტისმეტად ბევრია.
რა ტქმა უნდა, თუ ბაზარზე გამოსვლა ეღირსა, „ჰიუნდაის“ სუპერ ავტომობილს ძირითადი მუშტარი ამერიკაში ეყოლება, სადაც მისი ფასი 80-100 ათას დოლარს შორის იქნება. ავტომობილის კომპლექტაციაში შევა მინი კომპიუტერი „აიპადი“, რომლის მეშვეობითაც, მფლობელი მანქანის ექსპლუატაციის ინსტრუქციას გაეცნობა. გარდა ამისა, გეგმიური სერვისისთვის, ავტომობილს მომსახურების უახლოეს ცენტრში გადაყვანის ორგანიზებას, დილერები საკუტარ თავზე, ზედმეტი ხარჯის გარეშე აიღებენ.
თუ ეს ავტომობილი მწვანე შუქს მიიღებს, ბაზარზე მას კონკურენტებად „შევროლე კორვეტი“, „ნისან GT-R“, „ბეემვე 650i“ და „პორშე 911“ დახვდებიან.

No comments:

Post a Comment