Monday, July 11, 2011

„პეჟო 208“ ლომების ახალ ერას დაიწყებს

Peugeot 207 successor to start new design era at brand
11 ივლისი
„პეჟო“ მალე თავის პოპულარულ სუბკომპაქტ 207-ს განაახლებს. ტრადიციისამებრ, ახალ ავტომობილს 208-ს დაარქმევენ, თუმცა მთავარი ამჯერად ეს არ იქნება. ამ ავტომობილით, ფრანგულმა კომპანიამ განახლება უნდა დაიწყოს და როგორც მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამბობს, „პეჟოს“ ისტორიაში ახალი ეპოქა უნდა დაიწყოს.

„ახალი პეჟო 208 წარსულთან დაშორების საშუალებას მოგვცემს. ამ ავტომობილით დაიწყება „პეჟოს“ მოდელების ჰომოგენურობის ეპოქა. ყოველი ცალკე აღებული მოდელი ბრენდის მასაზრდოებელი და იმავდროულად, დიდი ოჯახის რიგითი წევრი იქნება“, - ამბობს „პეჟო/სიტროენის“ დიზაინის განყოფილების დირექტორი ჟან-პიერ პლუ.
სავარაუდოდ, ასეთი იქნება პეჟო 208
„პეჟო“ იმ ფილოსოფიაზე გადადის, რომელსაც უკვე დიდი ხანია, „ფოლკსვაგენი“ და „ოპელი“ მიჰყვებიან. ამ ფილოსოფიის შესაბამისად, კომპანიამ უნდა შეიმუშაოს კორპორატიული დიზაინი, რომელიც მის ავტომობილებს ადვილად გამოცნობადს გახდის და რაც მთავარია, ეს მათს ვიზუალურ მხარეს არ დააზარალებს. ამასთან, აუცილებლად უნდა გაფართოვდეს სამოდელო გამა.
პლუს თქმით, „პეჟო 208“ გლობალური ავტომობილი იქნება. ანუ, ევროპის გარდა, ის აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაშიც უცვლელი გარეგნობით გაიყიდება. ეს გახდება პირველი სერიული ავტომობილი მას შემდეგ, რაც ფრანგულმა კომპანიამ, დიზაინის განყოფილება პლუს ჩააბარა (2009 წელს). სხვათა შორის, ამ პოსტზე დანიშვნამდე, ეს კაცი მხოლოდ „სიტროენის“ დიზაინის შეფი იყო.
„პეჟოს“ 208-ს გარეგნობა ჯერ არსად უჩვენებია. სავარაუდოდ, ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ჟენევის ავტო შოუზე გაიმართება. თუმცა, მანამდე პლუ ერთ საიდუმლოს მაინც გვიმხელს და ამბობს, რომ ავტომობილი კონცეპტუალური SR1-ის სტილში შესრულდება, ავტომობილისა, რომელიც შარშან, ჟენევაშივე გვიჩვენა.
პეჟო SR1
„შემიძლია გითხრათ, რომ SR1-ის სახით, ჩვენი კომპანიის ახალი სტილის მცირე ნაწილს ხედავთ. ეს კონცეპცია ისაა, რისი შექმნაც ჩვენ გვინდა - ათლეტური, სრულყოფილი და ელეგანტური დიზაინი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს“, - ამბობს პლუ.
როგორც ყოველთვის, 208-ს ბაზარზე მეტად კონკურენტული კომპანია დახვდება „ფოლკსვაგენ პოლოს“, „რენო კლიოს“, „ოპელ კორსას“ და „ფორდ ფიესტას“ სახით. ჯერ ისიც უცნობია, თუ „პეჟოს“ რომელი ქარხანა გამოუშვებს ახალ ავტომობილს. სხვათა შორის, 207-ს (ევროპაში ლომების ყველაზე პოპულარული მოდელია) საფრანგეთში, ესპანეთში, სლოვაკიაში, არგენტინაში, ბრაზილიასა და ჩინეთში აწარმოებენ.

No comments:

Post a Comment