Monday, July 11, 2011

„შევროლე ვოლტის“ მფლობელებმა უკვე 2 მილიონი მილი გაიარეს

Chevy Volt Owners Pass 2 Million Miles Clocked
11 ივლისი
„შევროლე ვოლტი“ პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილების ბაზრის ერთ-ერთი პიონერია და ბუნებრივია, საავტომობილო ბაზრის მიმომხილველთა და სტატისტიკოსთა ყურადრების ცენტრშია მოქცეული. ყველას უმთავრესად ერთი კითხვა აინტერესებს, რამდენად მოერგება ასეთი ავტომობილი თანამედროვე ავტომოყვარულის გემოვნებას და მოთხოვნილებებს.
ჩვეულებრივი ჰიბრიდებისგან „შევროლე ვოლტი“ იმით განსხვავდება, რომ მის მოძრაობას ელექტროძრავი უზრუნველყოფს, ჰიბრიდულ სისტემაში შემავალ შიდაწვის ძრავს კი მხოლოდ ის დანიშნულება აქვს, რომ მასთან დაკავშირებულ გენერატორთან ერთად, ელექტროენერგია გამოიმუშავოს და აკუმულატორსა და ელექტროძრავის მიაწოდოს.
აკუმულატორში დაგროვილი ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა დაახლოებით 65  კილომეტრი გაიაროს, შიდაწვის ძრავისა და გენერატორის საქმეში ჩართვის შემდეგ კი სვლის სიშორე 500 კილომეტრამდე იზრდება. ამ სისტემის წყალობით, ეკოლოგიური ავტომობილის შეძენის მოსურნეთა დიდი ნაწილი სწორედ „ვოლტზე“ აკეთებს არჩევანს და არა სუფთა ელექტრომობილ „ნისან ლიფზე“, რომელიც ამერიკულ მანქანაზე ცოტა იაფიც კი ღირს.
გაყიდვების პარალელურად, „შევროლეს“ მარკეტოლოგები მყიდველთა შთაბეჭდილებებსაც ინიშნავენ, რათა მათი სურვილები შემდგომი მსგავსი მოდელების შემუშავებისას გაითვალისწინონ. ამ აღრიცხვების პროცესში კი გაირკვა, რომ „შევროლე ვოლტის“ ყველა მფლობელმა ერთად, უკვე 2 მილიონი მილის (დაახლოებით 3.2 მილიონი კილომეტრის) გავლა მოასწრო.
„ვოლტის“ ერთ-ერთი მყიდველი, სახელად კორი ლივოი, თავისი ძველი ავტომობილის (აუდი) საწვავისთვის, თურმე თვეში საშუალოდ 200 დოლარს ხარჯავდა. მერე კი „შევროლეს“ პლაგ-ინ ჰიბრიდი შეიძინა. ამ ავტომობილით უკვე 7 500 მილის (დაახლოებით 12 000 კილომეტრის) გავლა მოასწრო და საწვავი მხოლოდ სამჯერ ჩაუსხამს(!). და ის ერთადერთი არაა, ვინც აღფრთოვანებულია თავისი შენაძენით. ვინმე კერი ბეილი ადრე ბენზინში ყოველტვიურად 500 დოლარს ხარჯავდა, მაგრამ „ვოლტის“ შეძენის შემდეგ, ხარჯი ხუთჯერ შეუმცირდა. აკუმულატორების სრული დამუხტვა მას თურმე დღეში მხოლოდ 1.10 დოლარი უჯდება.
დაბოლოს, „შევროლე ვოლტის“ მარკეტინგის დირექტორი კრისტი ლენდი ამბობს, რომ იმ 2 მილიონი მილიდან, რომლებიც ამ ავტომობილების მყიდველებმა, ბაზარზე მისი გამოსვლის დღიდან გაიარეს, ორი მეამედი ელექტროენერგიითაა გავლილი...

1 comment:

  1. მაგარი მანქანაა, რას ერჩი.. ეგენი ალბათ მალე დაიკავებენ ბაზარზე ადგილს

    ReplyDelete