Wednesday, July 13, 2011

რაგბის ლეგენდამ „ლამბორგინი ავენტადორით“ გაინავარდა

Rugby Legend Jonah Lomu Drives the New Lamborghini Aventador
13 ივლისი
მალე ახალი ზელანდია რაგბის მსოფლიო თასს უმასპინძლებს, მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მორაგბე ჯონა ლომუ კი სულ სხვა საქმითაა დაკავებული - მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და სხვადასხვა საქველმოქმედო მოძრაობაში (ფრენდს ფორ ჯაპან) მონაწილეობს, რათა იაპონიაში 11 მარტს მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულებს შეეწიოს და დანგრეულ ქვეყანას აღდგენაში თუნდაც მცირედით დაეხმაროს.

ამჟამად ლომუ იტალიას სტუმრობს და თავისი ვიზიტის ფარგლებში, „ლამბორგინის“ ფაბრიკაც მოინახულა. რაგბის ლეგენდას განსაკუთრებით ქარხნის სექტორი მოსწონებია, სადაც „ავენტადორისთვის“ კარბონის კომპოზიტისგან მონოკოკურ შასის ამზადებენ. ლომუ აღტაცებული დარჩენილა იტალიელი სპეციალისტების ოსტატობით და საწარმოს ეფექტურობით.
რა ტქმა უნდა, მას ავტომობილების გამოცდაც შესთავაზეს და ამაზე უარს როგორ იტყოდა. თავისი დიდი გაბარიტების (სიმაღლე 196 სმ, წონა 125 კგ) მიუხედავად, ლომუ კარგად მოერგო ჯერ „გალიარდო სუპერლეგარას“, შემდეგ კი „ავენტადორის“ კოკპიტს და ფაბრიკის გარეთ, რამდენიმე კილომეტრი გაიარა. რა თქმა უნდა, ორივე ავტომობილის ტემპერამენტმა და სიმძლავრემ ის აღტაცებული დატოვა.
შემდეგ ლომუ კომპანიის მუზეუმში შეიყვანეს და ის ავტომობილები აჩვენეს, რომლებმაც „ლამბორგინის“ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი და რომელთა წყალობითაც, ის ისეთი ლეგენდის სერიოზული კონკურენტი გახდა, როგორიც „ფერარია“.
„აქ ჩამოსვლისთანავე განსაკუთრებული გრძნობა დამეუფლა. ეს ავტომობილები კი ადრენალინის ნამდვილი საბადოა. ეს მანქანები მოსახვევებს დაუჯერებლად სწრაფად გადიან. რა თქმა უნდა, ექსტრემალური მანქანებია, თუმცა ერთობ კომფორტულიც“, - განაცხადა ლომუმ, ვინც 13 აგვისტოს, იტალიისა და იაპონიის რაგბის ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრას დაესწრება, რომელიც ქალაქ ჩეზენაში გაიმართება.

No comments:

Post a Comment