Jaguar planning Le Mans return with LMP1 car
19 ივლისი
„პორშე“, „ტოიოტა“ და ახლა „იაგუარიც“ - ლე მანის 24-საათიან რბოლას გრანდები უბრუნდებიან. ახლახანს, ბრიტანულმა ავტორიტეტულმა გამოცემა ‘ავტოსპორტმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლეგენდარულ რბოლაში დაბრუნების შესაძლებლობას, „იაგუარიც“ განიხილავს. უფრო სწორედ, ბრიტანული კომპანიის ინდოელი მფლობელი „ტატა მოტორსი“.
რა თქმა უნდა, „დიდი კატებისთვის“ დაბრუნებას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თუ ეს ყველაზე პრესტიჟულ, LMP1, ანუ სპორტული პროტოტიპების კლასში არ მოხდება. „ავტოსპორტის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება დაბრუნების შესახებ უკვე მიღებულია, თუმცა ჯერ უცნობია, თუ როდის მოხდება ეს. ამ საკითხზე, „ტატა“ და „იაგუარი“ ერთობლივად მსჯელობენ და ყველა შესაძლებლობას განიხილავენ.
ცნობისათვის, „იაგუარს“ლე მანის 24-საათიანი რბოლა შვიდჯერ აქვს მოგებული, სარტეს ტრასაზე „კატების“ ბოლო ტრიუმფი კი 1990 წელს (XJR-12, ფოტოზე) დაფიქსირდა. პირველი გამარჯვება კი ბრიტანულმა კომპანიამ 1955 წლის ავად სახსენებელ რბოლაში მოიპოვა, რომელში მომხდარ ერთ-ერთ ავარიასაც 81 ადამიანის (მათ შორის მერსედესის ფრანგ პილოტ პიერ ლევეგისაც) სიცოცხლე შეეწირა.
No comments:
Post a Comment