Hyundai steers its hybrids to a global arena (ფაინენშლ ტაიმსი)
20 ივლისი
ხუთი წლის წინ, „ჰიუნდაის“ მთავარმა ვიცე პრეზიდენტმა ლი კი-სანმა, ვინც იაპონიაში საქმიან ვიზიტად იმყოფებოდა, რათა მნიშვნელოვანი კომპონენტების იაპონელ მწარმოებელთან კონტრაქტი გაეფორმებინა, დილაუთენია, სასტუმროში მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ გარიგება ვერ შედგებოდა. ამის მიზეზად კი სრული აბდა-უბდა მოისმინა.
თუმცა, ბატონი ვიცე პრეზიდენტი მიხვდა, რაშიც იყო საქმე. სწორედ იმ პერიოდში, კორეული კომპანია ჰიბრიდული ავტომობილის შემუშავებას იწყებდა, რისთვისაც ამ საქმეში გამოცდილი იაპონური კომპანიის ტექნიკური მხარდაჭერა და მისგან მაკომპლექტებლები სჭირდებოდა. მაგრამ ეს კომპანია ძლიერ ზეწოლას განიცდიდა, რისი მიზანიც ის იყო, რომ „ჰიუნდაისთან“ გარიგება ჩაშლილიყო. „ორ უდიდეს იაპონურ კომპანიას - „ტოიოტას“ და „ჰონდას“ არ სურდათ, რომ მათს მიმწოდებელს ჩვენთან ემუშავა“, - განმარტავს ლი კი-სანი.
ასეთი წინააღმდეგობის გამო, „ჰიუნდაიმ“ გადაწყვიტა, რომ საკუთარი ჰიბრიდული ტექნოლოგია კორეაშივე შეემუშავებინა, იაპონელების დახმარების გარეშე. გავიდა ხუთი წელი და კომპანიამ თავისი პირველი ჰიბრიდული „სონატა“ ამერიკაში, ჰიბრიდული ავტომობილების ყველაზე დიდ ბაზარზე წარადგინა, სადაც ის კონკურენციას „ტოიოტა პრიუსს“, „ჰონდა ინსაითს“ და „ფორდ ფიუჟნს“ გაუწევს.
ბაზარზე ჰიბრიდული „სონატას“ გამოჩენა იმ დროს დაემთხვა, როდესაც „ტოიოტას“ და „ჰონდას“ სერიოზული კრიზისი აქვთ, რომელიც მიწისძვრამ და ცუნამიმ გამოიწვია. ეს ორი კომპანია, ისევე როგირც დანარჩენი იაპონური კომპანიები, დრესაც ვერ მუშაობენ სრული დატვირთვით, რადგან სტიქიის ზონაში მათი ბევრი მიმწოდებლის ქარხანაა განთავსებული. ამის შედეგად, არ ხერხდება მოთხოვნის დაკმაყოფილება და ივნისში, შარშანდელ ივნისთან შედარებით, „ტოიოტა პრიუსის“ გაყიდვები ამერიკაში დაახლოებით 61 პროცენტით დაეცა.
ამჟამად, ჰიბრიდულ ავტომობილებზე, გლობალური ბაზრის დაახლოებით 1 პროცენტი მოდის. თუმცა ის მუდმივად იზრდება ბუნებრივია, „ჰიუნდაის“ სურს, რომ როცა ასეთ ავტომობილებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება, მას ამ სეგმენტში მყარი პოზიცია ეკავოს. ჰიბრიდული „სონატას“ სადემონსტრაციო ვერსიამ ყველას დაუმტკიცა, რომ კორეულ კომპანიას ნებისმიერი ამოცანის გადაჭრის უნარი შესწევს და რაც მეტად მნიშვნელოვანია, დაბალი ფასების შენარჩუნებასაც ახერხებს, რაც კონკურენტებთან ბრძოლაში, ყოველთვის მისი კოზირია.
უნდა ითქვას, რომ „ტოიოტა“ მასობრივი ჰიბრიდული ავტომობილების წარმოების პიონერია. მან ეს ბაზარი 1997 წელს გახსნა და წლების განმავლობაში, მის „პრიუსს“ რეალური მეტოქე არც ჰყოლია. მას აქეთ, უკვე 2 მილიონზე მეტი „პრიუსია“ გაყიდული, ჰიბრიდული „სონატა“ კი პირველ ნაბიჯებს ახლაღა დგამს. სხვათა შორის, „პრიუსი“ჰიბრიდული „სონატას“ პირდაპირი კონკურენტი არაა. კორეულ ავტომობილს მეტოქედ უფრო საშუალო კლასის სედანი - ჰიბრიდული „ქემრი“ გამოადგება, რომლის მოდიფიცირებული ვერსიაც ბაზარზე მალე გამოვა.
კომპანია, რომელმაც ხუთი წლის წინ „ჰიუნდაის“ პარტნიორობაზე უარი უთხრა, იყო „ტოიოტასა“ და „პანასონიკის“ ერთობლივი საწარმო PEVE, რომელიც იაპონური გიგანტისთვის ნიკელ-მეტალის ელემენტების ბლოკებს აწარმოებს. ის კორეულ კომპანიას მხოლოდ აკუმულატორების მიწოდებას სთავაზობდა. მაგრამ ამ აკუმულატორების ჰიბრიდულ სისტემაში ეფექტური ინტეგრირებისთვის, „ჰიუნდაის“ თითქმის აწყობილი მანქანების იაპონიაში გაგზავნა მოუწევდა. სწორედ ეს იყო მთავარი წინააღმდეგობა.
ლის თქმით, მაშინ მისი კომპანია არ იყო იმაში დარწმუნებული, რომ დამოუკიდებლად შეძლებდა ჰიბრიდული ტექნოლოგიის შემუშავებას. „ჰიუნდაი“ მაშინ განიხილავდა „ტოიოტას“ შეთავაზებას, რომელიც მზად იყო, კორეელი კონკურენტისთვის ჰიბრიდული ტექნოლოგია ლიცენზიით მიეცა. ბევრი განსჯის შემდგ, ლიმ გადაწყვიტა, რომ ამ შეთავაზებაზე დათანხმებით, „ჰიუნდაის“ მნიშვნელოვნად უკან დასწევდა.
„როდესაც კონკურენტზე დამოკიდებული ხდები, თავიდან შეიძლება ამით მოგებულიც კი დარჩე. მაგრამ ასე ჩვენ საკუთარ თავს შევზღუდავდით და უარს ვიტყოდით იმაზე, რომ „ტოიოტასთვის“ რეალური კონკურენცია გაგვეწია. ამიტომ, ჩვენ საკუტარი ტექნოლოგიების შემუავება დავიწყეთ“, - ყვება ლი.
„ჰიუნდაიმ“ ერთ-ერთმა პირველმა გადაწყვიტა ლითიუმ-იონური პოლიმერული ელემენტების მასობრივად გამოყენება და ამისათვის, პარტნიორად კორეული კომპანია „LG ქემი“ აირჩია. ეს უკანასკნელი, იმ დროს მხოლოდ ტელეფონების და ლეპტოპების ელემენტების წარმოებაზე იყო სპეციალიზებული. ლის თქმით, სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს „ტოიოტამ“ და „ჯენერალ მოტორსმა“ ლითიუმ-იონური ელემენტების გამოყენებაზე ფიქრი. ის ხუმრობს, რომ ამჟამად, „LG ქემი“ უფრო მეტ ყურადღებას „ჯენერალ მოტორსს“ აქცევს, ვიდრე „ჰიუნდაის“.
გარდა ამისა, კორეულმა კომპანიამ, ბენზინის ძრავისთვის შეიმუშავა 6-საფეხურიანი ტრანსმისია, რომლის წყალობითაც, მის ჰიბრიდულ სისტემას არ აქვს ჩავარდნები, როდესაც ბენზინის ძრავიდან, ელექტროძრავის გამოყენებაზე გადადის. ამის მიღწევა კი, გერმანულ კომპანია „ინფინეონის“ მიერ შექმნილი მძლავრი მიკროპროცესორის დახმარებით გახდა შესაძლებელი.
No comments:
Post a Comment