Hayabusa-based Motorcycle Breaks 300 MPH Barrier
22 ივლისი
„სუძუკიმ“ მოტოციკლ „GSX1300R ჰაიაბუსას“ წარმოება ათი წლის წინ დაიწყო და ამ დროის განმავლობაში, ეს ორბორბლიანი მონსტრი, მსოფლიოს უსწრაფეს სერიულ მოტოციკლადაა მიჩნეული. ფაქტია, რომ ამ მოტოციკლის მაქსიმალური სიჩქარე 312 კმ/სთ-ს ავითარებს. რა თქმა უნდა, ბევრისთვის ეს საკმარისზე მეტია, თუმცა ამერიკელ ბილ უორნერს ესეც არ აკმაყოფილებს.
საერთოდ, უორენი იმითაა ცნობილი, რომ აქამდეც, მოტოციკლების სიჩქარის რეკორდი (448 კმ/სთ) ეკუთვნოდა. მორიგ სამიზნედ კი მან წარმოუდგენელი ზღვარი - 300 მილი საათში (დაახლოებით 502 კმ/სთ) აირჩია და ამ რეკორდის დასამყარებლად, კომპანია „უაილდ ბროზერს რეისინგს“ უხმო. სარბოლი მოტოციკლების მომზადებაში დახელოვნებულმა კომპანიამ, სტანდარტული 1.3-ლიტრიანი ძრავი, „გარეტის“ წარმოების ტურბოდამჭირხნის დახმარებით, 1000 ცხენის ძალამდე გააძლიერა (სტანდარტულის სიმძლავრე „მხოლოდ“ 197 ცხენის ძალაა). მართალია, ასეთი ძრავით აღჭურვილი მანქანის ფასი 160 000 დოლარამდე გაიზარდა, მაგრამ უორნერს ის მიზნის მიღწევაში დაეხმარა.
ძრავის გაძლიერების გარდა, სარეკორდოდ მომზადებული მოტოციკლი ძარის სპეციალური აეროდინამიკური დეტალებით აღჭურვეს, დაიხვეწა ტრანსმისია, გადაბმის სისტემა, გამოსაბოლქვი სისტემა, უკანა საკიდარი და მუხრუჭები. გარდა ამისა, მანქანა კომპანია BST-ს წარმოების კარბონის ბორბლებზე დააყენეს. სხვათა შორის, ამ ბორბლებს მალე „ჰაიაბუსას“ სერიული ვერსიაც ამ ბორბლებზე გადავა. წინა ბორბალი 120/70, უკანა კი 240/40 ზომის „კონტინენტალის“ წარმოების საბურავებით შემოსეს.
სარეკორდო გარბენი ქალაქ ლაიმსტაუნის (შტატი მენი) მახლობლად მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე შედგა და უორნერმა ადვილად მიაღწია სასურველ შედეგს. ამიერიდან, მსოფლიო რეკორდი 502 კმ/სთ-ია და ის ბილ უორნერს ეკუთვნის!
„არა მგონია, ბილის რეკორდის გაუმჯობესება უახლოეს ხუთ წელიწადში ვინმემ შეძლოს. თუნდაც, ამისთვის მზადებას ახლავე შეუდგნენ. ბილი თავის საქმეს მეცნიერულად უდგება და ამიტომაც, ერთი შეხედვით, მიზანს ადვილად აღწევს. არც კი ვიცი, სიტყვებით როგორ შეიძლება მისი მიღწევის გადმოცემა“, - განაცხადა მსოფლიოს ყოფილმა რეკორდსმენმა დინ საბატინელიმ, ვისაც უორნერამდე ეკუთვნოდა რეკორდი - 431 კმ/სთ.
No comments:
Post a Comment