London Slaps Barack Obama’s Motorcade with a $194 Congestion Fine
22 ივლისი
ბრიტანეთში აშშ-ის საელჩომ საჯარიმო ქვითრები მიიღო, რომელთა შესაბამისადაც, ამერიკის მთავრობას 120 გირვანქა სტერლინგის გადახდას აკისრებს. საქმე ისაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ლონდონში ამასწინანდელი ვიზიტის დროს, მის კორტეჟში შემავალ ავტომობილებზე არ იყო მიკრული იარლიყი, რომელზეც ქალაქის ცენტრში მოძრაობისთვის სავალდებულო ეკოლოგიური მოსაკრებლის გადახდის მოწმობა უნდა ყოფილიყო ღნიშნული.
ეს ინფორმაცის გაზეთმა „დეილი მეილმა“ გაავრცელა. სტატიაში განმარტებულია იმის მიზეზიც, რის გამოც, ამერიკის საელჩომ საკმაოდ მოკრძალებული ჯარიმა მიიღო. თურმე პოლიციის ვიდეოკამერამ კორტეჟის მხოლოდ ერთი ლიმუზინის ნომერი დააფიქსირა. მართალია, კორტეჟი საკმაოდ ნელა გადაადგილდებოდა, მაგრამ ვიდეოკამერამ სხვა მანქანების ნომრები ვერ დააფიქსირა, რადგან ამ მანქანებს შორის დისტანცია ძალიან მცირე იყო და ისინი ერთმანეთს ფარავდნენ.
„ნებისმიერი ავტომობილი, იმისგან დამოუკიდებლად, თუ სადაა ის რეგისტრირებული, თუ ის ლონდონის ცენტრალურ რეგიონში გადაადგილდება და მასზე შესაბამისი გადასახადი არ არის გადახდილი, დაჯარიმებას ექვემდებარება“, ნათქვამია ლონდონის ტრანსპორტის სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.
დღეისათვის, ლონდონში მოქმედ საელჩოებს, ეკოლოგიური გადასახადების სახით, ქალაქის ბიუჯეტში სულ 50 მილიონ გირვანქა სტერტლინგამდე საჯარიმო გადასახადი გაუგროვდათ. აქედან 491 ათასი გირვანქა სტერლინგი არასწორი პარკირების ჯარიმაა. მარტო აშშ-ის მთავრობას, ჯარიმების სახით, დაახლოებით 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუგროვდა. სულ კი, მისი თანამშრომლების სახელზე 45 000 გამოწერილი ქვიტარია გადაუხდელი.
საქმე ისაა, რომ დიპლომატიური სამსახურები ჯარიმების გადაუხდელობის საბაბად, ვენის 1960 წლის კონვენციას ასახელებენ, რომლის შესაბამისადაც, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაჯარიმებას არ ექვემდებარებიან.
No comments:
Post a Comment