Monday, August 22, 2011

ოჟიემ გერმანიაში ლოების გამარჯვებათა სერია დაასრულა


Ogier ends Loeb's winning run in Germany
22 აგვისტო
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ სებასტიან ლოებს გერმანიის რალი ზედიზედ რვაჯერ აქვს მოგებული და გამარჯვებათა სერიის გაგრძელება ამ სეზონშიც სცადა, თუმცა ამჯერად ტრიუმფში ხელი თანაგუნდელმა და თანამემამულე სებასტიან ოჟიემ, უფრო სწორედ კი, საკუთარმა უიღბლობამ შეუშალა.

საქმე ისაა, რომ შაბათის ბოლო სპეცმონაკვეთზე ლოებს საბურავი დაუზიანდა, რაზეც წუთზე მეტი დაკარგა და ეს საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ გამარჯვება ოჟიეს დარჩენოდა. გამარჯვებულმა ჩემპიონს ნახევარ წუთზე მეტით აჯობა.
”ყოველთვის არ გაგიმართლებს და ყოველთვის ყველაფერი კარგად ვერ იქნება. ამას ყოველ წელს ვამბობ. ოდესღაც ყველაფერი მთავრდბა და ახლაც სწორედ ასეთი შემთხვევაა. ჩვენ კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ გუშინ ცოტათი არ გაგვიმართლა და მერე დაკარგულის დაბრუნება ვეღარ შევძელით”, - ნარბოლევს განაცხადა ლოებმა, ვინც რბოლის ბოლო, სუპერ სპეცმონაკვეთი მოიგო და ამისათვის ბონუს ქულები დაიმსახურა.
მესამე ადგილი, ”მინით” მოასპარეზე ესპანელმა დანიელ სორდომ დაიკავა და ეს რბოლის ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა გახდა, რადგან ინგლისურმა მარკამ, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნების შემდეგ, პირველად შეძლო სამეულში ადგილის დაკავება. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ სორდომ მიკო ჰირვონენის უიღბლობით იხეირა, რომელიც საბურავებმა გააწამა.
ამ სეზონში საუკეთესო შედეგს მიაღწია ფინელმა კიმი რაიკონენმა, რომელმაც მეექვსე ადგილი დაიკავა. გამარჯვებულს ის 7 წუთზე მეტით ჩამორჩა, თუმცა კარგად გაართვა თავი ნორვეგიელ ჰენინგ სოლბერგთან კონკურენციას.

გერმანიის რალის შედეგები
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი)              3:32:15.900
2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი)          +00:39.800
3. დანიელ სორდო (ესპანეთი, მინი)                             01:55.600
4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი)                          02:43.700
5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი)                03:48.000
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი)                      07:24.600
7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)                    07:45.900
8. არმინდო არაუჟო (პორტყგალია, მინი)                    09:29.800
9. პეტერ ფან მერკსტაინი (ჰოლანდია, სიტროენი)    10:01.600
10. დენის კუიპერსი (ჰოლანდია, ფორდი)                  10:09.000

პილოტთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ლოები - 192 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე - 167; 3. მიკო ჰირვონენი - 156; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) - 96; 5. პეტერ სოლბერგი - 94; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) - 56; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) - 40; 8. კიმი რაიკონენი - 34; 9. ჰენინგ სოლბერგი - 32; 10. დანიელ სორდო - 23...

კონსტრუქტორთა პირველობა
1. სიტროენ ტოტალ WRT - 333 ქულა; 2. ფორდ აბუ დაბი WRT - 242; 3. M-შპორტ შტობარტ WRT - 105; 4. პეტერ სოლბერგ WRT - 83; 5. აის 1 რეისინგ - 48; 6. მიუნჩი’ს ფორდ WRT - 32; 7. ფერმ პაუერტულზ WRT - 22; 8. ტიმ აბუ დაბი - 20; 9. მონსტერ WRT - 9; 10. ფან მერკსტაინ მოტორსპორტს - 8; 11. ბრაზილ WRT - 1

No comments:

Post a Comment