Tuesday, August 30, 2011

”ტოიოტამ” ნურბურგრინგზე ელექტრომობილების რეკორდი მოხსნა

Toyota smashes electric vehicle record with 7.47:79 Nürburgring lap time
30 აგვისტო
ამ მანქანას არაფრის მთქმელის ახელი კი აქვს, მაგრამ ახლახანს მან ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყჟზე (ნორდ შლაიფ), ელექტრომობილების კლასში, წრის გავლის რეკორდი მოხსნა. 20-კილომეტრიანი ტრასა მან 7 წუთსა და 47.79 წამში გაიარა. ეს კი წუთზე მეტით სჯობს წინა რეკორდს (9:01.33), რომელიც ამ სეზონშივე დამყარებული აქვს ”პეჟოს” კონცეპტუალურ EX1-ს. ახალი რეკორდი იმ დროებთან, რომლებიც ”ნისანის” GT-R-ით და ”პორშეს” 911 ტურბოთია ნაჩვენები.

ჰო, სახელის ხსენება კინაღამ დაგვავიწყდა - TMG, ანუ ”ტოიოტა მოტორშპორტ Gmbh”. მოტორშპორტ იმიტომ, რომ ასე ამბობენ გერმანელები - მანქანა სწორედ გერმანიაშია შექმნილი, ”ტოიოტას” კიოლნის ტექნიკურ ცენტრში, სადაც არცთუ შორეულ წარსულში, იაპონური კომპანიის ფორმულა ერთის გუნდი იყო ბაზირებული.
TMG კომპანია ”ევო ელექრიკის” წარმოების ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 375 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 799 ნიუტონმეტრს შეადგენს. მათ მიერ გამომუშავებულ გამწევ ძალას, ერთსაფეხურიანი ტრანსმისია გადაამუშავებს. ძრავებს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს, რომლის ტევადობაც 41.5 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმსიათვის, რომ არასპორტული რეჟიმით მოძრაობისას, ავტომობილმა დაახლოებით 200 კილომეტრი გაიაროს. აკუმულატორის სრული დამუხტვისთვის კი 8 საათია საჭირო.
იაპონური კომპანიის მონაცემებით, TMG-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 260 კმ/სთ-ს აღწევს. თუმცა, ამ რეჟიმში, სვლის სიშორე მნიშვნელოვნად მცირდება.
სხვათა შორის, ამ ავტომობილის გაყიდვას ”ტოიოტა” მერმისს დაიწყებს. ოღონდ, ალბათ მას სხვა ძარას დაადგამს და მოძრაობის ეკონმიური რეჟიმის პროგრამითაც აღჭურვავს. TMG-ს ტექნიკური დირექტორი პასკალ ვასელონი ამბობს, რომ სარბოლი ავტომობილი მაინც ექსპერიმენტულია და ის ელექტრომობილების სხვადასხვა კომპონენტების გამოსაცდელადაა შექმნილი.
დაბოლოს, რეკორდები იმისთვისაა, რომ ისინი გააუმჯობესონ. რა თქმა უნდა, მალე TMG-ს რეკორდსაც შეუტევენ, თუმცა ვასელონი არ მალავს, რომ რეკორდსმენის წოდების ადვილად დათმობას ”ტოიოტა” არ აპირებს.



No comments:

Post a Comment