Saturday, August 20, 2011

”მორგანი” კონცეპტუალურ ელექტრომობილებს ამზადებს

Morgan Readying Pure Electric Aero Supersport Concepts
20 აგვისტო
სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია ”მორგანი”, სხვა ორ კომპანიასთან ერთად, ორი კონცეპტუალური ელექტრომობილის შესაქმნელად მუშაობს, რომლებსაც მერმისს წარმოადგენს. პროექტის სახელწოდებაა ”მორგან +E” და მასზე მუშაობისას, ”მორგანის” პარტნიორები ბრიტანული კომპანიები - ”ციტეკი” და ”რედშეიპი” არიან.
სამი კომპანიიდან, ”ციტეკი” კონცეპტუალური ავტომობილებისთვის საკუთარი წარმოების ელექტრულ ძრავს მოამზადებს. ”რედშეიპს” კი, რომელიც ფურცლოვანი ალუმინის ნაკეთობებზეა სპეციალიზებული, მოდელ ”მორგან აერო სუპერსპორტის” ალუმინის შასის სრულყოფა ევალება. სწორედ ამ შასიზე აიგება ორივე ელექტრომობილი.
აღსანიშნავია, რომ ”ციტეკს” ელექტრომობილებზე მუშაობის სოლიდური გამოცდილება აქვს. პირველად ამ კომპანიამ ასეთი ავტომობილი 1997 წელს შექმნა. ეს იყო ელექტროძრავით აღჭურვილი ”ლოტუს ელისი”. პროექტმა ისეთი დიდი კომპანიების ყურადღება დაიმსახურა, როგორებიც ”კრაისლერი” და ”ჯენერალ მოტორსია”. მოგვიანებით, ”ციტეკს” ”დაიმლერიც” დაუკავშირდა, რომელსაც ”სმარტის” ელექტრული ვერსიისთვის, ელექტროძრავები სჭირდებოდა.
სავარაუდოდ, ”მორგანის” ელექტრომობილები, ”ციტეკის” წარმოების იმ ელექტროძრავით აღიჭურვება, რომელიც 94 ცხენის ძალას და 300 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ”ციტეკი” ამ ძრავით ზემოთ ხსენებულ ორივე ამერიკულ კომპანიას ამარაგებდა. ძრავები ენერგიას ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან მიიღებენ, რომლის შასის ალუმინის სტრუქტურაში ინტეგრირებაც ”რედშეიპს” ევალება.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ავტომობილი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაც აღიჭურვება. ამასთან, ”მორგანი” განმარტავს, რომ ტრანსმისია უჩვეულო რეჟიმში იმუშავებს. კერძოდ, გაუქმდება მისი მეორე და მეოთხე საფეხურები, დარჩენილი სამი (პირველი, მესამე და მეხუთე) კი ძრავის მაბრუნი მომენტის ფართო დიაპაზონში იმუშავებს. ”ციტეკის” საინჟინრო პროგრამის მენეჯერი ნილ ჩიზმანი განმარტავს, რომ კოლოფის მეშვეობით, ავტომობილს კარგი აჩქარება ექნება, რაც მისადმი ადრენალინის მოყვარულებს კარგად განაწყობს.
პროექტი ”მორგან +E” ნაწილობრივ პროგრამა ”სანიშო ავტომობილების ქსელის კვლევა და განვიტარების” გრანტით ფინანსდება. ამ პროგრამას კი კომპანია ”სენექსი” მართავს, რომელიც სწორედ საკვლევ და დიზაინერულ პროგრამებზეა სპეციალიზებული. გრანტის ოდენობა 100 000 გირვანქა სტერლინგია.

No comments:

Post a Comment