Saturday, October 13, 2012

„ფორდ ფიუჟენის“ ოთხი ტუნინგ ვერსია ლას ვეგასში


Ford Shows Four Tuned 2013 Fusion Sedans for SEMA
13 ოქტომბერი
ლას ვეგასის ყოველწლიურ გამოფენა SEMA-სთვის, „ფორდმა“ თავის სედან „ფიუჟენის“ ერთბაშად ოტხი ვერსია მოამზადა, რომელთა შემუშავებაშიც მას პარტნიორობა ოთხმა სხვადასხვა სატუნინგო კომპანიამ გაუწია.

ამ ოთხიდან ერთ-ერთი ცისფერ ოვალთან ერთად, კომპანია „3dკარბონმა“ შეიმუშავა. პარტნიორებმა საფუძვლად „ფიუჟენის“ ყველაზე მძლავრი ვერსია აიღეს, რომელიც სერია „ეკობუსტის“ 2.0-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი. ამ ძრავის სიმძლავრე 237 ცხენის ძალაა და მის მიერ გამომუშავებული მამოძრავებელი ძალა ყველა წამყვან ბორბალს მიეწოდება.
ახალ ავტომობილს „ევრო სერის“ უწოდეს, მის განმარტებაში ნათქვამია, რომ ის კლასიკური ევროპული სედანების სტილთანაა მისადაგებული. ამ ავტომობილისთვის, „3dკარბონმა“ ახალი აეროდინამიკური პაკეტი შეიმუშავა. გარდა ამისა, დადაბლდა საკიდარი, გამოიცვალა ბორბლები. საერთო ჯამში, „ფიუჟენი“ უფრო სპორტული შესახედაობისა გახდა.
მეორე მოდელის შემუშავებაში, მონაწილეობა კომპანია „აის ნაინ გრუპმა“ მიიღო. საფუძვლად აიღეს „ფიუჟენი“, რომელიც სერია „ეკობუსტის“ 1.6-ლიტრიანი ძრავითაა (179 ცხენის ძალა) აღჭურვილი. ამ ავტომობილის განმარტებაში ნათქვამია, რომ მასზე მომუშავე სპეციალისტებმა, შთაგონება სერია „V8 სუპერქარ-ისგან“ მიიღეს. ავტომობილი მწვანედაა შეღებილი, მას უკან ანტი ფრთა ამშვენებს, ბორბლები აქაც შეცვლილია. ანტი ფრთის გარდა, „ფიუჟენის“ ამ ვერსიამ, სხვა აეროდინამიკური ელემენტებიც მიიღო.
მესამე ავტომობილის შემუშავებაში, კომპანია „MRT პერფორმენსი“ მონაწილეობდა. ამ შემთხვევაშიც საფუძვლად „ეკობუსტის“ 2.0-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი სედანი აიღეს, რომელიც ნახშირისფერსა და ლურჯ ფერებში გამოაწყვეს. აქაც რამდენიმე აეროდინამიკურ სიახლეს ნახავთ, მათ შორის, კაპოტზე ორ „სასუნთქს“. თუმცა გარეგნული სიახლეები ნაკლებად შესამჩნევია. სამაგიეროდ, „MRT პერფორმენსმა“ შასი და ძრავი დახვეწა.
მეოთხე ავტომობილი „ტიინ ედიშნმა“ შეიმუშავა. ამჯერადაც დონორად „ეკობუსტის“ 2.0-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი, სრულამძრავიანი „ფიუჟენი“ გამოიყენეს. „ტიინ ედიშნის“ სპეციალისტებმა, ავტომობილის ტემპერამენტის გარდა, მისი კომფორტის გაუმჯობესებაზეც იზრუნეს. სახურავი შუშით აღიჭურვა, შეიცვალა ფარები, ბორბლები, დამუშავდა ინტერიერი, დაიხვეწა საკიდარი, ძრავი კი ტურბო კომპლექტით აღიჭურვა.

No comments:

Post a Comment