Saturday, August 6, 2011

„ჰიუნდაი ჯენეზის კუპე GT“ მხოლოდ გერმანელებისთვის

Limited Edition Hyundai Genesis Coupe GT for Germany Only
6 აგვისტო
„ჰიუნდაის“ გერმანულმა დივიზიონმა ახლახანს გამოაქვეყნა სპეციალურად, გერმანული ბაზრისთვის მომზადებული „ჯენეზის კუპე GT-ს“ მონაცემები, ავტომობილისა, რომელიც მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით, 50 ცალი დამზადდება და 41 990 ევრო ეღირება.

ეს ავტომობილი „ჰიუნდაი ჯენეზის კუპეს“ იმ სარბოლი ვერსიის შთაგონებით შეიქმნა, რომლითაც გერმანულმა სარბოლო საჯინიბო „შუმან მოტორ შპორტ ტიმმა“ ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში, ლურჯზოლიან ვერცხლისფერში გამოწყობილმა მიიღო მონაწილეობა.
„ჰიუნდაი ჯენეზის კუპე GT“ 3.8-ლიტრიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 303 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი 361 ნიუტონმეტრს შეადგენს. ამ აგრეგატის მეშვეობით, მანქანას ადგილიდან ასის აკრეფა 6.3 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 240 კმ/სთ-ს აღწევს.
სპორტულ ყაიდაზეა მომართული GT-ს საკიდარი, რომელიც სტანდარტულ კუპე „ჯენეზისთან“ შედარებით, 30 მილიმეტრითაა დადაბლებული. ავტომობილი OZ-ს წარმოების, ზემსუბუქ 19-დუიმიან ბორბლებზე დგას. ეს ბორბლები სპეციალურად, „ჯენეზის კუპე GT-სთვის“ დამზადდა და ისინი გრაფიტ/ვერცხლისფერადაა შეღებილი. მათზე „დანლოპის“ „სპორტ მაქსქს DT“ საბურავებია ჩაცმული. დაკიდევ, ავტომობილის სპორტულობას ხაზს ოთხი გამოსაბოლქვი მილი უსვამს, რომლებიც უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული.
„ეს ავტომობილი ბალანსში ჩვენი ინჟინრების ერთგვარი სავარჯიშო იყო. მასში შეხამებულია ჭკუა და სიძლიერე, ტექნოლოგიები და მოწყობილობები, გამოზომილობა და უხეში ძალა. ამ ბალანსით ჩვენ უზრუნველვყავით სწრაფი, მანევრირებადი ავტომობილი, რომელსაც შესანიშნავი მახასიათებლები აქვს. ამას ემტება კომფორტი და სალონის გაწყობის მაღალი დონე, რომლებიც ჩვეულებრივ, გაცილებით ძვირადღირებული ავტომობილებისთვისაა დამახასიათებელი“, - ნათქვამია ავტომობილის „ჰიუნდაისეულ“ მოკლე დახასიათებაში.

No comments:

Post a Comment