Saturday, August 6, 2011

კუბიცას გამოჯანმრთელება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს

Kubica Making Steady F1 Return From Injury
6 აგვისტო
რაღა სწრაფი ტემპით, ნახევარი სეზონი გავიდა და ჯერაც არ ვიცით, დაუბრუნდება თუ არა ფორმულა ერთს პოლონელი პილოტი, რომელიც სეზონის დაწყებამდე, რალის კლასის რბოლისას მომხდარ ავარიაში, მძიმედ დაშავდა. თუმცა, ის ჯერაც არ კარგავს ამ სეზონშივე დაბრუნების იმედს.
გერმანული გამოცემა „დი ველტი“ გვატყობინებს, რომ კუბიცა უკვე ამოძრავებსთითებს და მაჯას, რომლის ფუნქციაც შესაძლოა, სრულად ვეღარ აღსდგეს, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ მისი არასრული ქმედუნარიანობითაც, პოლონელი რბოლებში მონაწილეობას შეძლებს. შუა თითს მოქნილება ჯერ ისევ აკლია. სამაგიეროდ, სხვა თითები სრულადაა აღდგენილი. „ველტის“ რეპორტიორი ბურკჰარდ ნუპენეი კი წერს, რომ ცერა თითს მოქნილობაც დაუბრუნდა და მას პილოტი სრულფასოვნა იყენეს.
„რენო“ გუნდი შეფ ჟერარ ლოპესს ნაქვამი აქვს, რომ სეზონის მიწურულს, კუბიცა შეიძლება რომელიმე თავისუფალ პრაქტიკაზე დასვან კიდეც სარბოლ მანქანაზე, მაგრამ ასეთი დაბრუნება რობერტს არ სურს. ამ თემაზე პოლონელის აზრი, მისმა მენეჯერმა დანიელე მორელიმ გამოთქვა: „თუ რობერტი დაბრუნდება, ეს სრულფასოვანი დაბრუნება იქნება. მას არ სურს სიბრალულით გამოწვეული საჩუქრები“!
მისი კარგად ესმის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოს, ვისთანაც კუბიცას მეგობრული ურთიერთობა აქვს: „კარგად მესმის მისი. ის დასაბრუნებლად იბრძვის და ბევრს ფიქრობს თავის მომავალზე. და მხოლოდ ერთი მიზნით დაბრუნდება - თუ იმავე მიზნებისთვის ბრძოლის საშუალება ექნება, რისთვისაც ადრე ირჯებოდა“.
ალონსო დარწმუნებულია, რომ კუბიცა შეძლებს იმ ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვას, რაც ავარიის გამო აუცილებლად შეექმნებოდა. ჯერ ერთი, მას მტკიცე ხასიათი აქვს. და მეორეც, ავარია ფორმულა ერთში არ მოსვლია. ისე, გაგახსენებთ, რომ კუბიცას ფ1-ში თავისი ერთადერთი გამარჯვება 2008 წელს, კანადაში აქვს მოპოვებული, ტრასაზე, სადაც ერთი წლით ადრე, ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს...

No comments:

Post a Comment