Monday, September 12, 2011

ავსტრალიის რალი ჰირვონენმა მოიგო

Hirvonen wins in Australia to close on Loeb
12 სექტემბერი
ფინელმა მიკო ჰირვონენმა მოიგო ავსტრალიის რალი, რის შემდეგაც, კლასიფიკაციაში მან მეორე ადგილი გაიმყარა და ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ლოებთან ჩამორჩენაც შეამცირა. ეს ჰირვონენის მიერ ავსტრალიაში მოპოვებული მესამე გამარჯვებაა. პირველი ორი მან 2006 და 2009 წლებში მოიგო.

რბოლის მესაზმე დღის დაწყებამდე, ჰირვონენი თითქმის ნახევარ წუთს აგებდა თანაგუნდელსა და თანამემამულე იარი-მატი ლატვალასთან, მაგრამ ბოლოსწინა სპეცმონაკვეთზე, ამან შეგნებულად უკლო ტემპს და ჩემპიონობის შანსის მქონე თანაგუნდელს გამარჯვება აჩუქა. საბოლოოდ, ის ჰირვონენს 14 წამით ჩამორჩა და მეორე ადგილს დასჯერდა.
”გუნდისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. ჩემზე ხომ ლაპარაკიც არაა. მინდა ბიჭებს და განსაკუთრებით, იარი-მატის მადლობა გადავუხადო. მან ხომ სპეციალურად შეანელა სვლა, რომ ჩემთვის გზა დაეთმო. ჩემპიონობისთვის ბრძოლას დავუბრუნდი, მაგრამ ბევრი მუშაობა მოგვიწევს, რათა გრუნტზე ჩვენი მანქანის გავზარდოთ”, - ნარბოლევს განაცხადა ჰირვონენმა, ვინც ”ფორდს” ამ სეზონში მეორე გამარჯვება მოუპოვა და ახლა ლოებს 15 ქულით ჩამორჩება.

ლატვალამ განაცხადა, გამარჯვება ვის არ გაახარებდაო, მაგრამ ამჯერად გუნდს ასე სჭირდებოდა და სხვანაირად ვერ მოვიქცეოდიო. ასეა თუ ისე, მეორე ადგილის წყალობით, მან ნორვეგიელ მადს ოსტბერგს გადაასწრო და ახლა ჩემპიონატში მეოთხე ადგილი უკავია.
რაც შეეხება ლოებს, მან რბოლა მეათე ადგილზე დაასრულა. არადა, პირველივე დღეს შეცდომა დაუშვა, მანქანა ამოუყირავდა და კინაღამ რბოლაც იქვე დაასრულა. ავარია შეემთხვა მის თანაგუნდელ სებასტიან ოჟიესაც. ბოლოსწინა სპეცმონაკვეთის წინ, ოჟიე მეცხრე იყო, ლოები კი ორი ადგილით უკან. და, ოჟიემაც თანაგუნდელი წინ გაუშვა, რითაც მეათე ადგილის და ერთადერთი ქულის მოპოვების საშუალება მისცა.



ავსტრალიის რალის შედეგები
1. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი)                          3:35:59,0
2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი)                  +14.7
3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი)                +44.8
4. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი)                  +8:45.2
5. ხალიდ აკ ყასიმი (ემირატები, ფორდი)                    +12:33.3
6. ჰაიდენ პადონი (ახ.ზელანდია, სუბარუ)                 +17:29.3
7. მიხალ კოსციუშკო (პოლონეთი, მიცუბიში)            +19:01.3
8. ოლეკსანდრ სალიუკი (უკრაინა, მიცუბიში)           +21:08.5
9. ბენიტო გერა (მექსიკა, მიცუბიში)                              +22:48.9
10. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი)        +30:02.9

პილოტების კლასიფიკაცია
1. სებასტიან ლოები - 196 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი - 181; 3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) - 167; 4. იარი-მატი ლატვალა - 116; 5. პეტერ სოლბერგი - 110; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) - 56...

კონსტრუქტორთა პირველობა
1. სიტროენ ტოტალი - 347 ქულა; 2. ფორდ აბუ დაბი - 285; 3. M-შპორტ შტობარტ ფორდი - 117...

No comments:

Post a Comment