Monday, September 12, 2011

ახალი ”ფორმულა ფორდი” რბოლებისთვის მზადაა

Slick 2012 Formula Ford racer to debut in Frankfurt
12 სექტემბერი
”ფორდი” და რბოლები განუყოფელი ნაწილია. ამერიკული კომპანია და განსაკუთრებით მისი ევროპული შტო, თითქმის ყველა სახის სარბოლო სერიებში მონაწილეობს. ამასთან, განსაკუთრებულ ყურადღებას, ახალგაზრდა მრბოლების განვითარებასაც აქცევს. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია ”ფორმულა ფორდი”, რომელსაც ცისფერი ოვალი ოთხ ათეულ წელზე მეტია, ყურადღებას არ აკლებს.

ამ სერიის რბოლებში მხოლოდ ”ფორდის” წარმოების, ღიაბორბლიანი ავტომობილებით მონაწილეობენ. ამასთან, ეს ავტომობილები პერიოდულად ახალი, უფრო დახვეწილი ტექნიკით იცვლება. მორიგი სიახლე მომავალი სეზონისთვისაა დაგეგმილი, რისთვისაც ”ფორდმა” სრულიად ახალი ფორმულა მოამზადა. ამ ავტომობილს კი პირველად ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგენს.
ახალი ავტომობილი, ისევე როგორც მისი წინამორბედები, უმარტივესი აგებულებით გამოირჩევა. მას არანაირი ფრთები არ აქვს. ბორბლები ვიწროა, კონსტრუქცია მარტივი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იაფი. მთავარია, რომ მისი მეშვეობით, ახალგაზრდა მრბოლებმა საკუთარი ტექნიკის დახვეწა შეძლონ. ეს არის გარდამავალი ეტაპი კარტინგიდან ფორმულა 3-სა და სხვა, გაცილებით მაღალი დონის ფორმულებისკენ.
ახალი ფორმულა უკვე საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მიერაა სერტიფიცირებული, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შესაძლებელია. ავტომობილი ფოლადის მილებისგან შეკრულ სივრცულ ჩარჩოს ეყრდნობა, რომელზეც სერია ”ეკობუსტის” ოთხცილინდრიანი 1.6-ლიტრიანი ძრავია დამონტაჟებული, რომელიც 158 ცხენის ძალას და 219 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მასთან კი 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული.
უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ამ ავტომობილზე ”ფორდი” ფრანკფურტის პრემიერაზე გაგვაცნობს.

No comments:

Post a Comment