Monday, September 12, 2011

ფორმულა 1-ში შუა სეზონის ტესტები ბრუნდება

Formula 1 testing plans for 2012 officially signed off
12 სექტემბერი
ფორმულა ერთის გუნდებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის შესაბამისადაც, მომავალი სეზონის მსვლელობისას, ჩემპიონატის ევროპული სეზონის დაწყებამდე, გუნდებს მანქანების ტესტირების უფლება ექნებათ. წინასწარი შეთანხმებით, აღნიშნულ ტესტებს მაისის დასაწყისში, იტალიის მუჯელოს ავტოდრომი უმასპინძლებს.
გარდა ამისა, სეზონის დაწყებამდე, ისევე როგორც ბოლო წლებში, სამი სატესტო სესია ჩატარდება. მათგან პირველს, 7-9 თებერვალს, ესპანეთის ხერესი მიიღებს, მეორე და მესამე სესიები, შესაბამისად 21-24 თებერვალსა და 1-4 მარტს ჩატარდება და მათ ბარსელონას ”მონტმელო” უმასპინძლებს.
შუა სეზონის ტესტების წინა ეტაპი ბაჰრეინის დიდი პრიზია, რომელიც 22 აპრილს უნდა ჩატარდეს. შემდგომი ეტაპი ბარსელონაში 13 მაისს არის დანიშნული და იქ ჩასვლამდე, გუნდები თავს მუჯელოში მოიყრიან (1-4 მაისს), რომელიც ფლორენციიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.
სხვათა შორის, მყჯელოს ავტოდრომი ”ფერარის” საკუთრებაა, თუმცა იქ ბოლოს ფ1-ის მანქანამ 2009 წლის იანვარში გაიარა, როცა ფელიპე მასამ ”ფერარის” ახალი მანქანა გამოსცადა.

No comments:

Post a Comment