Tuesday, September 27, 2011

”ჰიუნდაი i30-მა” ”ფოლკსვაგენის” შეფი გააოცა (ვიდეო)

What can Hyundai do silently and inexpensively that Volkswagen and BMW can't?
27 სექტემბერი
ასეთ რამეს იშვიათად ნახავთ - ფრანკფურტის მოტორ შოუს დროს, ”ფოლკსვაგენის” ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი მარტინ ვინტერკორნი ”ჰიუნდაის” სტენდს ეწვია და მისი მთავარი ექსპოზიცია, უახლესი ჰეჩბეკი i30 დაწვრილებით დაათვალიერა. მას თან ჯიბის მზომი ჰქონდა და დროდადრო, მისთვის საინტერესო დეტალებს ზომავდა.
მისი ვიზიტი ”ჰიუნდაის” სტენდის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ტელეფონით გადაიღო. ვიდეოჩანაწერს თან ვინტერკორნის ფრაზებიც ახლავს. თავიდან გერმანული კომპანიის შეფი ჯერ ავტომობილის საბარგულს ათვალიერებს და რაღაცას ზომავს, შემდეგ კი სალონში ჯდება და იქაც რაღაცას ზომავს (წინა საყრდენსა და გარეთა სარკის კიდეს შორის მანძილს). ზომვას ამთავრებს და საჭის რგოლს ამოსწევს. გაოცებას არ მალავს და ”ფოლკსვაგენის” მთავარ ინჟინერ კლაუს ბიშოფს მოიხმობს.
ვინტერკორნს აინტერესებს, როგორ მოახერხა ”ჰიუნდაიმ” ის, რაც ”ფოლკსვაგენს” და ”ბეემვეს” არ გამოსდით? კერძოდ, მან დააფიქსირა, რომ საჭის მექანიზმის გასწორებას არანაირი ღრჭიალი არ სდევს თან. ”როგორ ახერხებენ ამას? ”ბეემვემ” ეს ვერ შეძლო, ვერც ჩვენ... ღრჭიალი საერთოდ არ ისმის”! ამაზე უცნობის (ალბათ ბიშოფია) ხმა პასუხობს: ”ჩვენც გავაკეთეთ ასეთი რამ, მაგრამ მეტისმეტად ძვირი ჯდებოდა”...



No comments:

Post a Comment