Saturday, September 3, 2011

”ლენდ როვერი” ფრანკფურტში ახალ ”დეფენდერს” გვიჩვენებს

Next Land Rover Discovery Previewed by DC100 Concept
3 სექტემბერი
ეს მანქანა ასეთი უნდა იყოს - პირველ რიგში, ის უგზოობის პირობებში უნდა გრძნობდეს თავს კარგად და მერე ასფალტზეც. სათაური რომც არ წაგეკითხათ, ალბათ მიხვდებოდით, რაზეცაა ლაპარაკი. ”დეფენდერი”! ეს სახელი ”ლენდ როვერის” საწარმოო პროგრამიდან ახლახანს დროებით გაქრა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ამ ლეგენდარულ ავტომობილს წარსულს სამუდამოდ არავინ დაუტოვებდა და ასეც ხდება - ფრანკფურტში ინგლისური კომპანია ახალი ”მცველის” კონცეპტუალურ ვარიანტს გვიჩვენებს, სახელად DC100-ს.

პრემიერამდე ორი კვირით ადრე კი, ”ლენდ როვერმა” გამოაცხადა, რომ ”დეფენდერის” წარმოებას 2015 წელს დაიწყებს. როგორც ჩანს, ასეთი დაგვიანების მიზეზი ისაა, რომ ახალი ”დეფენდერისთვის” ახალ პლატფორმას მოამზადეენ. ეს კი სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
საინტერესოა, რას ამბობს კონცეპტუალურ DC100-ზე ”ლენდ როვერის” დიზაინის შეფი ჯერი მაკგოვერნი: ”იკონური ”დეფენდერის” შეცვლა, საავტომობილო დიზაინის სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. ეს ავტომობილი, მსოფლიოში უამრავი ადამიანის შთაგონების წყაროა. კონცეპტუალური ავტომობილი, რომელსაც ფრანკფურტში წარვადგენთ, არაა საწარმოოდ მომზადებული, მაგრამ ის დასაწყისია ოთხწლიანი ციკლისა, რომლის განმავლობაშიც, 21-ე საუკუნის ”დეფენდერს” შევიმუშავებთ”.
ნებისმიერ შემთხვევაში, კონცეპტუალური DC100 ერთგვარი ექსპერიმენტია, რომლითაც ინგლისური კომპანია ამ ავტომობილის დიზაინზე სპეციალისტების და ავტომოყვარულების გამოხმაურებებს შეისწავლიან ამის მიხედვით, გარკვეულ კორექტივებს შეიტანენ. უფრო მეტიც, არაა გამორიცხული, რომ გამოხმაურებების მიღების შემდეგ, ავტომობილის დიზაინი რადიკალურად შეიცვალოს კიდეც.
”ლენდ როვერის” გლობალური ბრენდ დირექტორი ჯონ ედვარდსი ამბობს, რომ ახალი ”დეფენდერის” შემუშავებისას, კომპანია ამ ავტომობილის ამჟამინდელი და პოტენციური მყიდველის აზრებს და სურვილებს გაითვალისწინებს. ეს კი ავტომობილს წინდაწინ შეუქმნის ბაზარზე წარმატებული დებიუტის საფუძველს.

No comments:

Post a Comment