Tuesday, October 25, 2011

ფორმულა 1-ში შეიძლება ქალი გამოჩნდეს

Female driver sees F1 'possibilities' for 2012

25 ოქტომბერი
ესპანელი ქალი მრბოლი მარია დე ვილოტა ირწმუნება, რომ დიდი შანსი აქვს, მომავალ სეზონში, ფორმულა ერთის პადოკში რეგულარულად ჩანდეს. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს. 31 წლის მრბოლმა ორი წლის წინ, პოლ რიკარის ავტოდრომზე, ”რენოს” ფ1-ის ბოლიდი გამოსცადა, ახლახანს კი იმავე მანქანით ბარსელონაში, ”რენოს” მსოფლიო სერიის რბოლის წინ გაუნავარდა.
მოგვიანებით, ახალი ამბების ესპანურ სააგენტო ”ევროპა პრესს” განუცხადა, რომ მომავალი სეზონისთვის, ფორმულა 1-ში სამუშაოს მიღებასთან ახლოსაა. პირველმა ტესტმა იმდენად კარგად ჩაიარა, რომ მას შემდეგ, ახალი შესაძლებლობები გამეხსნაო - განუცხადა სააგენტოს ესპანელმა ამორძალმა. ის არ მალავს, რომ მომავალი სეზონისთვის ფ1-ში მოხვედრა სურს. სულერთია, რა როლი ექნება. მთავარია, რომ იქ იყოს.
მარია დე ვილოტა ფ1-ის ყოფილი მრბოლის, ესპანელი ემილიო დე ვილოტას შვილია და ის სუპერლიგის რბოლებში, ფ1-ის ყოფილი პილოტების - ბრაზილიელი ანტონიო პიცონიას და ასევე ბრაზილიელი ენრიკე ბერნოლდის გვერდიგვერდ ასპარეზობდა. საწორედ ამ სერიაში რბოლებისას დარწმუნდა, რომ ფორმულა ერთისთვის მზადაა.
”მათდამი პატივისცემის მიუხედავად, არა მგონია, მათზე ნაკლები ვიყო. გასაგებია, რომ სპეციფიკური ფიზიკური მომზადება დამჭირდება, მეტი შრომა მომიწევს. მაგრამ როგორც სპორტსმენს და მრბოლს, მიმაჩნია, რომ ვარჯიშით და გამოცდილებით, ბევრის მიღწევა შემიძლია”, - დასძენს დე ვილოტა.

No comments:

Post a Comment