Saturday, October 1, 2011

”ველოსტერის” ტურბოვერსია ლას ვეგასისთვის

Custom turbocharged Hyundai Veloster to bow at SEMA

1 ოქტომბერი
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ჰიუნდაი” კუპე ”ველოსტერის” უფრო მძლავრი ვერსიის გამოშვებასაც აპირებდა, ადრევე გავრცელდა, როდსაც ”ველოსტერი” ბაზარზე გამოჩნდა. პირობის შესრულების დროც დადგა და აი, ლას ვეგასის პოპულარული საავტომობილო შოუსთვის, სახელწოდებით SEMA, კორეული კომპანია ”ველოსტერის” ტურბო ვერსიას ამზადებს.
”ჰიუნდაის” შეკვეთით, უფრო სპორტული ”ველოსტერის” შესაქმნელად, სატუნინგო ატელიე ”ARK პერფორმენსის” სპეციალისტებმა იმუშავეს. ავტომობილი რალის რბოლებისთვის იქნება განკუთვნილი. და არაა გამორიცხული, რომ მისით ”ჰიუნდაიმ” რალის მსოფლიო ჩემპიონატზეც დაიწყოს გამოსვლა.
ჯერ ერთი, იცვლება ავტომობილის გარეგნობა. ის აეროდინამიკურად უფრო დაიხვეწება და აგრესიული გახდება. გაგანიერდება ბორბლების თაღები. ავტომობილი სპოილერებით და გვერდითა ზღურბლებით აღიჭურვება. უკანა ფრთა და უკანა დიფუზორი კი მაღალ სიჩქარეზე ”ველოსტერის” მდგრადობას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება ძრავს, ეს არის ბენზინის 1.6-ლიტრიანი აგრეგატი, რომელიც ARK-ის ტურბოდამჭირხნით და ეფექტური საშუალედო გამაგრილებლითაა აღჭურვილი. ასეთი აგრეგატი 210 ცხენის ძალას ავითარებს (სტანდარტულის სიმძლავრე 138 ცხენის ძალაა). გარდა ამისა, ავტომობილი ასევე აღჭურვილია: სარბოლოდ მომართული საკიდარით, ზეთის ახალი ფილტრით, ახალი გამომშვები სისტემით, ექვსცილინდრიანი მუხრუჭებით და უსაფრთხოების კარკასით.
ამ წლის დასაწყისში, კორეულმა კომპანიამ ასევე შეიმუშავა რალი-ქროსისთვის განკუთვნილი ავტომობილი, რომლის დაგეგმარებაშიც მონაწილეობა ამერიკელმა დრიფტერმა და რალის მრბოლმა რის მილენმა მიიღო. ეს ავტომობილი 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 500 ცხენის ძალას ავითარებს. გარდა ამისა, მისი ძარა კევლარისა და კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. კომპლექტაციაში ასევე სრულამძრავიანი ტრანსმისია, რალის შესაფერისი საკიდარი, სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი, ექვსცილინდრიანი მუხრუჭები და უსაფრთხოების კარკასი შედის.
სხვათა შორის, ”ჰიუნდაის” ქართველმა პარტნიორმა, ”ჰიუნდაი ავტო ჯორჯიამ”, ერთი ”ველოსტერი” უკვე გაჰყიდა და მალე კიდევ რამდენიმეს შემოიყვანს.

No comments:

Post a Comment