Wednesday, October 5, 2011

უებერი: მომავალ სეზონში უკეთ ვიასპარეზებ

Webber: I will be stronger in 2012
5 ოქტომბერი
მარკ უებერი გვპირდება, რომ მომავალ სეზონში გაცილებით უკეთ იასპარეზებს, თუმცა ისიც გაცნობიერებული აქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოგების საუკეთესო შანსი უკვე ხელიდან გაუშვა. მიმდინარე სეზონში, ავსტრალიელი პილოტი ახლოსაც არაა თავის თანაგუნდელ სებასტიან ფეტელთან, ვისაც უკვე პრაქტიკულად განაღდებული აქვს ჩემპიონის ზედიზედ მეორე ტიტული.
”მომავალ სეზონში ჩემგან გაცილებით მეტს ელოდეთ, ამჯერად კი ჩემი მიზანი, მაქსიმალურად კარგი შედეგებია. დარწმუნებული ვარ, შარშან ჩემპიონობის რეალური შანსი მქონდა და ვფიქრობ, ეს ბოლო შანსი იყო. ფაქტია, რაც შემეძლო, მიზნის მისაღწევად ყველაფერი გავიღე. რასაც მივაღწიე, ეს ბევრისთვის მიუწვდომელი ოცნებაა. ასე რომ, გასულ სეზონში ჩემი გამოსვლით ვამაყობ”, - ამბობს უებერი.
”იმისათვის, რომ ჩემპიონი გახდე, გუნდისგან ასპროცენტიანი მხარდაჭერა უნდა გქონდეს. ისიც ფაქტია, რომ ორი პილოტის თანაბრად მხარდაჭერა ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან ძნელია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ორივე პილოტი მომთხოვნია. გუნდი ყოველთვის მეხმარება, რომ მაქსიმალურად გავსარჯო. მე სწრაფი და საიმედო მანქანა მჭირდება და მაშინ თავს არ დავზოგავ. გუნდმა იცის, რომ მე ყოველთვის ასე ვიქცევი”, - დასძენს ავსტრალიელი.
ის დასძენს, რომ ფ1-დან წასვლას როცა გადაწყვეტს, ამ სპორტში აღარანაირ როლს აღარ შეასრულებს, რადგან ის ფ1-ის პოლიტიკამ დაღალა: ”როცა ფ1-ში გამოსვლას ასრულებ, ახალი ცხოვრება იწყება. ჯერ არ მიფიქრია, რას გავაკეთებ, როცა სპორტიდან წავალ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პადოკში ვეღარ მნახავთ. დღეს რბოლები მსიამოვნებს, მაგრამ როცა წასვლის დრო დადგება, რამე სხხვა საქმეს მოვეკიდები. რატომ? პოლიტიკის გამო - მე ეს სფერო არ მიზიდავს”.

No comments:

Post a Comment