Thursday, October 6, 2011

მონსტრი უწყინარი პატარას ბაზაზე

Romeo Ferraris Preparing Insane Fiat 500 Abarth with 300-Horses

6 ოქტომბერი
არცთუ შორეულ წარსულში, 300 ცხენის ძალა ძრავის სიმძლავრის ის ზღვარი იყო, რომელსაც სუპერ ავტომობილები თუ აღწევდნენ. 1989 წელს, ”ბეემვემ” 300-ცხენისძალიანი V12-ით აღჭურვილი 850i გამოუშვა და ყველა აღტაცებული დატოვა. იმავე წელს, ”ფერარიმ” 348-ს წარმოება დაიწყო, რომლის V8 ასევე 300 ცხენის ძალას იძლეოდა. ”ფორდ მუსტანგის” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვერსია GT კი 2009 წლამდე 300-ცხენისძალიანი V8 აგრეგატით იყო აღჭურვილი.
მოკლედ, 300 ცხენის ძალა დღესაც კი საპატიო ზღვარია, თუმცა მას უკვე ბევრი იოლად აღწევს. და მაინც, ეს სიმძლავრე პატარა ავტომობილებისთვის წარმოუდგენელია. უფრო სწორედ, წარმოუდგენელი იყო, რადგან იტალიურმა სატუნინგო კომპანია ”რომეო ფერარიმ”, ეს ზღვარი ისეთ პატარა ავტომობილს აათვისებინა, როგორიც ”ჩინკვეჩენტოა” (ფიატ 500).
”რომეო ფერარი” თავის ინჟინრებს დავალებას მისცემდა, ”ფიატ 500-სგან” მონსტრი, ამ საქმის სხვა იტალიელმა სპეციალისტმა - კომპანია ”აბარტმა” შექმნა. ავტომობილი, რომლის სრული სახელწოდებაცაა ”ფიატ 500 აბარტ მონცა სპეციალე”, 260 ცხენის ძალას ავითარებს. ამ პატარა ავტომობილისთვის ესეც მეტისმეტია, თუმცა ”რომეო ფერარის” უფრო მეტი სურდა. და მიაღწია კიდეც. მართალია, 360-ცხენისძალიანი 500-ც (ფოტოზე) არსებობს, მაგრამ ის მხოლოდ სარბოლი ავტომობილია და საერთო სარგებლობის გზებზე არ დაიშვება. ”რომეო ფერარის” 500-ს კი ნებისმიერ გზაზე დაიშვება...
ახალ ავტომობილს ჯერ სახელი არ აქვს. ”რომეო ფერარი” მას მალე გაგვაცნობს და სწორედ მაშინ გამოაქვეყნებს უფრო დაწვრილებით ინფორმაციას. მანამდე კი მხოლოდ ძრავის სიმძლავრე გაგვიმხილა.

No comments:

Post a Comment