Wednesday, October 19, 2011

”ალფა რომეოსთვის” ამერიკა პრიორიტეტული ბაზარი გახდება

Marchionne Gives North America Priority Over Europe
19 ოქტომბერი
”ფიატის” და ”კრაისლერის” მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე აცხადებს, რომ ”ალფა რომეოს” ახალ შეფს მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის დანიშნავს. ეს კი იმისთვის კეთდება, რომ ამერიკის ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, მილანური კომპანიისთვის, რომელიც ”ფიატის” ჰგუფში შედის, მთავარი სწორედ ამერიკის ბაზარი იქნება, სადაც ის უკვე 17 წელია, არ მოღვაწეობს. ესვროპა კი, სადაც ”ალფას” გაყიდვები თანდათან მცირდება, ამ კომპანიისთვის მეორეხარისხოვანი ბაზარი გახდება.
”ჩვენ ამერიკის ბაზარზე, ბრენდ ”ალფას” სასურველობის ტესტი ჩავატარეთ, რამაც აჩვენა, რომ მიუხედავად იქ ხანგრძლივი არყოფნისა, ცნობადობა შენარჩუნებული გვაქვს. ასე რომ, იქ უნდა დავბრუნდეთ და ის მივიღოთ, რისი დაუფლებაც შეგვიძლია. შემდეგ კი ევროპულ ბაზარსაც მივხედავთ”, - გამოცემა ”ავტომოტივ ნიუს იუროპთან” საუბრისას განაცხადა მარკიონემ.
არადა, ძირითადად პირიქით ხდება ხოლმე - ავტოკომპანიები პირველ რიგში, უფრო მომთხოვნი, ევროპელი მყიდველის გემოვნების შესაბამის მანქანებს ქმნიან, რის შემდეგაც, სხვა ბაზრებსაც ითვისებენ. ამისთვის, ისინი ევროპაში ტექნიკურ ცენტრებს აშენებენ.
მარკიონეს თქმით, ”ფიატის” ხელმძღვანელად მუშაობის 7 წლის განმავლობაში, მისი ყველაზე მთავარი პრობლემა ისაა, რომ ”ალფას” მოდელები, როგორებიცაა ”ბრერა”, ”სპაიდერი”, GT და 159, ვერ ეხამებიან კომპანიის სპორტულ ხასიათს.
ხუთი წლის წინ, მარკიონე ოპტიმისტურად იყო განწყობილი და აცხადებდა, რომ 2010 წელს ”ალფას” გაყიდვების მოცულობა 300 000-მდე გაიზრდებოდა, მაგრამ შარშან მხოლოდ 115 000 გაიყიდა... წელს მიზანი 155 000 ავტომობილის გაყიდვაა, სამი წლის განმავლობაში კი, ბაზარზე ახალი მოდელების გამოსვლის კვალობაზე, ეს რიცხვი 400 000-მდე უნდა გაიზარდოს.

No comments:

Post a Comment