Wednesday, October 19, 2011

”ჯენტი აკილონი” - ფრანგული ჰიპერ ავტომობილი 1000 ცხენის ძალით

Genty Akylone joins the glorious ranks of obscure unpronounceable supercars
19 ოქტომბერი
თითქმის ყოველწლიურად, ინტერნეტში ჩნდება ცნობები ამათუიმ პროექტის შესახებ, რომლებიც მსოფლიოს უსწრაფესი ავტომობილის შექმნას გვპირდებიან. რა თქმა უნდა, მათი უმეტესობა კომპიუტერშივე რჩება, ზოგი კი მხოლოდ პროტიტიპის დონეს აღწევს. კიდევ უფრო ცოტა კი გზაზე გამოდის, თუმცა გაცილებით უარესი მაჩვენებლებით, ვიდრე პროექტში ეწერა...
ფრანგული კომპანია ”ჯენტი ავტომობილი” სწორედ ასეთ პროექტზე მუშაობს. მისი მიზანი, ჰიპერ ავტომობილის შექმნაა, რომელსაც უკვე უწოდეს ”აკილონი”. რაც მთავარია, ”აკილონს” მიზანში ”ბუგატი ვეირონი” ჰყავს ამოღებული. უფრო სწორედ, მისი შესაძლებლობები. ანუ, პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ მათს შედევრს ”ბუგატი ვეირონზე” უკეთესი მახასიათებლები ექნება.
ფურცელზე ყველაფერი დასახულ მიზნებს შეესაბამება: შასი ალუმინისა და კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება. ეს კი იმის საწინდარია, რომ ავტომობილი მსუბუქი გამოვა. პროექტის მიხედვით, ”აკილონის” წონა არ უნდა იყოს 1100 კილოგრამზე მეტი. ამასთან, წინა და უკანა ღერძებს შორის, წონა 42:58 პროპორციით განაწილდება.
ავტომობილი 4.8-ლიტრიანი, წყვილტურბოიანი V8 აგრეგატით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 1000 ცხენის ძალას (800 ბრ/წთ-ზე), მაბრუნი მომენტი კი 1200 ნიუტონმეტრს მიაღწევს. ძრავის მიერ გამომუშავებულ მთელ ამ ავლა-დიდებას კი 7-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი გადაამუშავებს. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 2.7 წამში უნდა აკრიფოს, მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ს მიაღწევს.
”ჯენტი” ფასზე ჯერ არაფერს ამბობს, სამაგიეროდ იმედოვნებს, რომ 15 შეკვეთას მიიღებს. ეს კი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ”აკილონი” ყველასთვის არაა...

No comments:

Post a Comment