Wednesday, October 19, 2011

”როლს როისი” არ გაიაფდება

Rolls-Royce Won't Move Down Market
19 ოქტომბერი
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონმიკას მორიგი კრიზის ემუქრება, საავტომობილო სამყაროსთვის კი გარემოსადმი მზრუნველობა თანდათან პრიორიტეტული საკითხი ხდება, ”როლს როისი” მაინც ზრდის გაყიდვებს და არც ელექტრომობილების და არც შედარებით იაფფასიანი ავტომობილების წარმოებას არ აპირებს.
შარშან ინგლისური ბრენდის (რომელიც ბეემვეს ჯგუფში შედის) გაყიდვები 171 პროცენტით გაიზარდა და 2711-ს მიაღწია. ამასთან, გაყიდვების ტემპი არ კლებულობს. მართალია, ეს ნაკლებად ითქმის ”როლსისთვის” მთავარ, ამერიკულ ბაზარზე, სადაც მის მიერ წარმოებული ავტომობილების თითქმის მესამედი იყიდება, მაგრამ კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ტორსტენ მიულერ-ოტვოსი ოპტიმისტურადაა განწყობილი. ის ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანების რიცხვი მატულობს, ეს კი მისი კომპანიიის უზრუნველი მომავლის საფუძველია.
”როლს როისის” მიერ შეკვეთილმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოში დღეისათვის დაახლოებით 95 000 უმდიდრესი ადამიანი ცხოვრობს, 10 წელიწადში კი მათი რიცხვი 125 000-ს მიაღწევს. ამის გამო, ”როლს როისი” მუდმივად აფართოებს თავის დილერთა გლობალურ ქსელს, რომელიც მალე ასამდე გაიზრდება. განსაკუთრებით დიდი ყურადღება კი ჩინურ ბაზარს ეთმობა.
მიულერ-ოტვოსი ამბობს, რომ ”როლს როისი” არ გამოუშვებს მოდელ ”გოსტზე” იაფსა და მილიონ ევროზე ძვირ ავტომობილებს. მის გეგმებში არც დიზელის და ელექტრო ძრავების გამოყენება შედის. ელექტრომობილებისადმი ინტერესის არქონა იმ ფაქტითაც შეიძლება აიხსნას, რომ ამ ტიპის კონცეპტუალურ 102EX-ს საზოგადოების ინტერესი არ გამოუწვევია.
კითხვაზე, ხომ არ მიბაძავს მისი კომპანია ”ბენტლის”, რომელიც უგზოობის და შედარებით იაფი ავტომობილების წარმოებას აპირებს, მიულერ-ოტვოსი პასუხობს: ”ჩვენ ”ბენტლის” კონკურენტები არ ვართ, ჩვენი კლიენტები კი ორივე მარკის ავტომობილებს ყიდულობენ”...

No comments:

Post a Comment