Monday, October 10, 2011

”ჰიუნდაი i30” პლაგ-ინ ჰიბრიდ მერმისს გამოვა

Hyundai i30 Plug-In Hybrid Coming in Late 2012
10 ოქტომბერი
”ჰიუნდაიმ” თავისი უახლესი ჰეჩბეკი i30, რომელიც მისმა ევროპულმა შტომ შექმნა, ახლახანს, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაგვაცნო. დილერებს ჯერ ახალი ავტომობილი მიღებული არ აქვთ და გერმანულმა ”აუტო მოტორ უნდ შპორტმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც გვამცნობს, რომ ერთი წლის შემდგ, ბაზარზე ამ ავტომობილის ბაზაზე შექმნილი პლაგ-ინ ჰიბრიდული მოდელი გამოვა.
ეს ნიშნავს, რომ ”ტოიოტა პრიუსის” პლაგ-ინ ჰიბრიდულ ”პრიუსს”, რომლის გაყიდვები ასევე მერმისს იწყება, სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება, რომელიც სავარაუდოდ, იაპონურ ავტომობილს ფასით გაუწევს კონკურენციას. პლაგ-ინ ”პრიუსის” ფასი ჯერ გამოცხადებული არაა, თუმცა არსებობს მყარი ვარაუდი, რომ მისი ფასი 30 000 დოლარის ფარგლებში იქნება, რაც ჩვეულებრივი ჰიბრიდული ”პრიუსის” ფასზე თითქმის 8 000-ით მეტია.
ჯერჯერობით, ჰიბრიდული i30-ის შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. კორეული კომპანია მათ საიდუმლოდ ინახავს (ეს სტრატეგიული პროდუქტია). სამაგიეროდ, შეგვიძლია შეგახსენოთ, რომ ფრანკფურტში პირველად გამოჩენილი ”ჰიუნდაი i30” ბენზინის ორი და დიზელის ამდენივე აგრეგატით კომპლექტდება. ორივე საწვავის შემთხვევაში, ძრავები 1.4 და 1.6-ლიტრიანია. ბენზინზე მომუშავე აგრეგატებს საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემა ემსახურება, დიზელზე მომუშავეებს კი - ტურბოკომპრესორი.
მოკლედ, ჰიბრიდული ავტომობილების ბაზარი, მალე უიაფესი ავტომობილის გამოჩენას ელის...

No comments:

Post a Comment