Monday, October 10, 2011

”რენოს” 15 600 ელექტრომობილი შეუკვეთეს

Renault Wins Contract to Deliver 15,600 EVs to French State
10 ოქტომბერი
სერიული ელექტრომობილების წარმოების საქმეში, ჯერჯერობით ”რენო” მსოფლიო ლიდერია. კომპანიის საწარმოო პროგრამა უკვე ოთხ ელექტრომობილს მოიცავს. ამ მანქანებს კი, როგორც კერძო პირები, ისე კომერციული და სხვადასხვა სახელმწიფოს (მათ შორის, საქართველოსიც) სტრუქტურებიც ყიდულობენ. ყველაზე მსხვილი შემკვეთი კი ახლახანს საფრანგეთის მთავრობა გახდა.
გამოცემა ”ლე ფიგარო” იუწყება, რომ საფრანგეთის მთავრობამ და საფოსტო სამსახურმა, ფრანგულ კომპანიას 15 600 ელექტრომობილი შეუკვეთეს. აქედან 10 000 ელექტრომობილს საფრანგეთის ფოსტა მიიღებს, 5 600 ცალს კი - ამავე ქვეყნის მთავრობა. ამასთან, ”ლე ფიგარო” ვარაუდობს, რომ ასეთი მსხვილი შესყიდვები, სახელმწიფოს სხვა სტრუქტურებსაც ელექტრომობილების შეძენის გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
იმავე გამოცემის ინფორმაციით, მხარეებს შორის ყველა ნიუანსი უკვე შეთანხმებულია, თუმცა მათ ოფიციალური ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებიათ. კონტრაქტის გაფორმება, უახლოეს მომავალში, საზეიმო ვითარებაში გაიმართება. და მისი დეტელებიც მაშინ გამოქვეყნდება.
”ლე ფიგაროსვე” ინფორმაციით, შესაძლოა, საფრანგეთის მთავრობამ და ფოსტამ, ”პეჟო-სიტროენისგან” 3 900 ცალი ელექტრომობილიც შეიძინონ.

No comments:

Post a Comment