Sunday, October 16, 2011

”ჰონდას” ახალი NSX შეიძლება მალე ტოკიოს მოტორ შოუზე ვიხილოთ

New Honda NSX Could be Unveiled as Early as the 2011 Tokyo Motor Show
16 ოქტომბერი
უკვე რამდენიმე წელია, საავტომობილო სამყარო ”ჰონდასგან” მოუთმენლად ელის კუპე NSX-ის შემცვლელს და როგორც ჩანს, ეს მოლოდინი დასასრულს მიუახლოვდა - თუ ადრე ახალი NSX-ის შესახებ მხოლოდ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდებოდა, ახლა თავად ”ჰონდას” კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მიბე ტოშიჰირომ ბრიტანულ ჟურნალ ”აუტოქართან” საუბრისას დაადასტურა, რომ მისი კომპანია ახალი სპორტული ავტომობილის შექმნაზე უკვე დიდი ხანია, მუშაობს.

ახალი ავტომობილი ძველის შთაგონებით იქმნება. ის იქნება მსუბუქი და იოლად სამართავი. ამასთან, მასში ალბათ მომავალი თაობის ჰიბრიდულ ტექნოლოგიას გამოიყენებენ. რაც მთავარია, ავტომობილის შემუშავება დასრულების ფაზაშია და ის გაცილებით ადრე გამოჩნდება ბაზარზე, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
”ახლა იმ ეტაპზე ვიმყოფებით, როდესაც მომდევნო თაობის ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილების შესახებ უნდა ვიფიქროთ. და ეს იქნება საინტერესო პროექტი: ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილები არამხოლოდ ეკონომიურობით გამოირჩევა, არამედ მათი მართვით სიამოვნების მიღებაც შესაძლებელია. ამ ეტაპზე, ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია”, - ”ავტოქართან” საუბრისას განაცხადა ტოშიჰირომ.
ტოშიჰიროს ამს შესახებ ”ავტოქართან” არაფერი უთქვამს, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ”ჰონდა” ახალი NSX-ის კონცეპტუალურ ვერსიას ტოკიოს მოტორ შოუზე წარადგენს. სერიული კუპე კი ბაზარზე მერმისს გამოჩნდება. თუმცა არაა გამორიცხული, რომ მაკომპლექტებლების დროულად მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, შესაძლოა ამ მანქანის სერიული ვერსიის პრემიერა გადაიდო კიდეც.

No comments:

Post a Comment