Sunday, October 16, 2011

იშოვნეთ ფული აშშ-დან ავტომობილების იმპორტით!

16 ოქტომბერი
ამ მეტად მიმზიდველი დევიზით, მეორე ხელის ავტომობილებით მოვაჭრე ქართულმა კომპანია ”IAA მოტორსმა” და ამერიკულმა კომპანია ”ინშურენს ავტო ოქშენზმა”, რომელიც ასევე ნახმარი ავტომობილებით ვაჭრობს, რუსთავის ავტობაზრობაზე მიგვიწვიეს, რათა მათ შორის თანამშრომლობის დაწყების შესახებ ემცნოთ. პრეზენტაციას, რომელიც ამერიკელი და ქართველი პარტნიორების მიერ რუსთავის ავტობაზრობაზე ოფისის გახსნასაც მიეძღვნა, მედიის გარდა, ბაზრობაზე მომუშავე დილერები და კერძო პირებიც დაესწრნენ.

IAA მოტორსის” დირექტორმა ირაკლი კუხიანიძემ განაცხადა, რომ მისი კომპანია და ამერიკელი პარტნიორი, ქართველ კერძო პირებთან და წვრილ დილერებთან თანმშრომლობით არიან დაინტერესებულნი და რომ მათ ამერიკაში ავტომობილების შეძენისას, ყველაზე ხელსაყრელ პირობებს და შეღავათიან განვადებასაც კი სთავაზობენ.
ბატონმა კუხიანიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მისი პარტნიორი კომპანია მუშაობს როგორც საღ, ისევე დაზიანბულ ავტომობილებზე, რომელთა რემონტიც ამერიკაში ძვირი ჯდბა, რადგან იქ ხელის სამუშაო ძალიან ძვირი ღირს, საქართველოში კი ასეთი ავტომობილების შემოყვანა მეტად პერსპექტიულია, რადგან ჩვენთან მათი გარემონტება და სარფიანად გაყიდვაა შესაძლებელი. ამის დასტურად, მან ის ფაქტი დაასახელა, რომ აუქციონზე, მცირე დაზიანების მქონე ავტომობილის 30-40 პროცენტით იაფად შეძენა შეიძლება. ეს კი, მეორადი ავტომობილების კომერსანტებისთვის დიდი ფორაა. მითუმეტეს, რომ დაზიანბული ავტომობილების მყიდველებს, ამერიკული კომპანია, შესაბამისი სათადარიგო ნაწილებითაც უზრუნველყოფს.
ბატონმა კუხიანიძემ ასევე განცხადა, რომ მისი კომპანია გაერთიანდა ევროპულ ”DMG უესტლაინთან”, რომელთანაც ”IAA მოტორსი” ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს. გაერთიანების შემდეგ წარმოქმნილ კომპანიას, ამიერიდან ”IAA უესტლაინი” ეწოდა. ახალი კომპანია, ოფიციალურად გახდა ”ინშურენს ავტო ოქშენზის” ოფიციალური წარმომადგენელი ამიერკავკასიაში.
პრეზენტაციას დაესწრო ამერიკული კომპანიის გლობალური ბაზრის განყოფილების ვიცე პრეზიდენტი დენ ოსკარსონი, რომელმაც საკმაოდ დაწვრილებით აღწერა თავისი კომპანიის და მისი ქართველი პარტნიორის მუშაობის სქემა. ასევე გაგვაცნო მისი კომპანიის ქართველი თანამშრომელი, ქალბატონი ოლგა ელიგულაშვილი, რომელზეც ხუმრობის ტონით, თუმცა მაინც მთელი სერიოზულობით განაცხადა: ბიჭებო, თქვენ ძალიან კარგად მუშაობთ, მაგრამ ის შეუდარებელიაო. და იქვე განმარტა, რომ ამ ადამიანის ხელში გადის როგორც საქართველოდან გადმორიცხული თანხა, ასევე ისვე აგვარებს ავტომობილების საქართველოში გადმოსაგზავნად აუცილებელ ყველა საბუთს, თავს უყრის მათ საზღვაო პორტში, საიდანაც ხდება მათი გამოგზავნა, აფორმებს დაზღვევას და სხვა ფორმალობებს.
”IAA უესტლაინი” თავის კლიენტებს განვადების მეტად ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს. ორივე შემთხვევაში, კლიენტს შეუძლია, წინასწარ თანხის მხოლოდ 30 პროცენტი გადაიხადს. ევროპაში ავტომობილის შეძენისას, განვადების პერიოდი 3 თვეა, ამერიკაში შეძენისას კი - 6 თვე. მყიდველი დარჩენილ თანხას თვეში 1.5-პროცენტიანი დანამტით დაფარავს.
პრეზენტაციამდე, ოსკარსონმა დაათვალიერა სარემონტო სახელოსნოები, რომლებიც უცხოეთიდან შემოყვანილი დაზიანებული ავტომობილების რემონტზე მუშაობს და კმაყოფილმა განაცხადა, რომ ის აღფრთოვანებული დარჩა ამ სახელოსნოების აღჭურვის დონით და მათში მომუშავეთა პროფესიონალიზმით.

2 comments:

  1. მოულოდნელად

    ReplyDelete
  2. მოწინავე ტექნოლოგიების საუკუნეში, მომსახურების უამრავი სფერო გამარტივებულია და შესაბამისად, უფრო ხელმისაწვდომი. სესხებიც არარის გამონაკლისი. დღეს დღეობით ონლაინ სესხის გასაფორმებლად სესხის უნდა დავხარჯოთ ჩვენი დროის მხოლოს 15 წუთი.

    ReplyDelete