Monday, November 21, 2011

„ფიატ–კრაისლერის“ შეფი 2014 წელს 6 მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავს

Marchionne expects 6 million sales for Fiat-Chrysler in 2014
21 ნოემბერი
„ფიატის“ და „კრაისლერის“ მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე (ფოტოზე) მოელის, რომ წელს ორივე კომპანიის გაყიდვების ჯამური მოცულობა 4.2 მილიონ ავტომობილს მიაღწევს, სამი წლის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 6 მილიონამდე გაიზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში გაყიდვები ჭირს, მარკიონე მაინც ოპტიმიზმს ინარჩუნებს. ამის საბაბს კი მას ამერიკულ ბაზარზე „კრაისლერის“ გაყიდვების ზრდა და ბრაზილიურ ბაზარზე „ფიატის“ მყარი პოზიციები აძლევს. ამერიკული კომპანია 2009 წელს გაკოტრდა, რის შემდგაც „ფიატმა“ის ნაწილობრივ გამოისყიდა – აჟამად ტურინულ კოპანიას ამერიკულ კომპანიაში აქციების 53.5 პროცენტი ეკუთვნის. არადა, ორივეს გაყიდვების ჯამურ მაჩვენებელში, „კრაისლერზე“ ორი მესამედი მოდის.
მარკიონე ამბობს, რომ „კრაისლერთან“ „ფიატის“ შერწყმა ჯერჯერობით მის გეგმებში არ შედის. თუმცა ორ კომპანიას შორის კონსოლიდაცია გაძლიერდება და ახალ მასშტაბებს მიაღწევს. ამასთან, ის ისევ იმეორებს, რომ დროთა განმავლობაში, ბაზარზე ხუთი–ექვსი დიდი კომპანია დარჩება, დანარჩენები კი ან გაქრებიან, ან ამ კომპანიებს შეუერთდებიან.
იტალიური წარმოშობის კანდლი ბიზნსმენი, ვინც ტურინულ კონცერნს სათავეში 2004 წელს ჩაუდგა, სურს, რომ „ფიატი“ მსოფლიო დონის ავტომწარმოებელი გახდეს, რაშიც მას „კრაისლერთან“ ალიანსი უნდა დაეხმაროს. ის იმედოვნებს, რომ ორი კომპანიის ჯამური შემოსავალი, 2014 წელს 100 მილიარდ ევროს მიაღწევს. შედარებისთვის, წელს ორი კომპანიის ჯამური შემოსავალი „მხოლოდ“ 58 მილიარდი ევრო იქნება.
მართალია, „ფიატის“ მოგების მარჟა, ევროპაში გაყიდვების კლების გამო, დაბალი იქნება, მაგრამ საერთო სურათს „კრაისლერი“ (ამერიკულ ბაზარზე წარმატებების წყალობით) გამოასწორებს. მომავალში კი ამერიკულ–იტალიური ჯგუფის საქმიანობაში გაიზრდება „ალფა რომეოს“ წილი, რომელიც ამერიკის ბაზარს მალე დაუბრუნდება.

No comments:

Post a Comment