Thursday, November 24, 2011

„სუძუკიმ“ „ფოლკსვაგენს“ უჩივლა

Suzuki Takes Volkswagen to International Court
24 ნოემბერი
„სუძუკიმ“ ოფიციალური განსცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს იმის გამო, რომ „ფოლკსვაგენი“ არ აპირებს იაპონური კომპანიის აქციების იმ 19.9 პროცენტის გაყიდვას, რომელიც მას ეკუთვნის.
„სუძუკიმ“ გერმანულ კომპანიასთან წელიწადნახევრის წინ დადებული შეთანხმება დაარღვია, რადგან მათი განცხადებით, ეს უკანასკნელი, ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდბულებებს არ ასრულებს. ამასთან, მან თავისი აქციების გამოსყიდვის უფლება მოითხოვა. ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, „ფოლკსვაგენის“ წინააღმდეგ, საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელს შეტანდა.
ორ კომპანიას შორის უთანხმოება ოფიციალურად პირველმა „ფოლკსვაგენმა“ მას შემდეგ გააჟღერა, რაც „სუძკიმ“ „ფიატთან“ დიზელის ძრავების შესყიდვის კონტრაქტი გააფორმა. ამაზე იაპონური კომპანიის პასუხი ის იყო, რომ გერმანელი პარტნიორი იმ ტექონლოგიებს არ უზიარებდა, რომლებიც მათ შორის არსებული კონტრაქტის მიხედვით, მისთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო.
საარბიტრაჟო სასამართლოში „სუძუკის“ მიერ სარჩელის შეტანის შემდგ, ამ საკითხზე „ფოლკსვაგენს“ ჯერ რეაგირება არ მოუხდენია. თუმცა, მაშინ, როდსაც იაპონურმა კომპანიამ მისი აქციების გამოსყიდვა მოითხოვა, ვოლფსბურგელთა მტავარმა აღმასრულებელმა მარტინ ვინტერკორნმა განაცხადა, რომ აქციების გაყიდვას არ აპირებს. მისი თქმით, ამ მოთხოვნის კანნიერი უფლება „სუძკის“ არ აქვს.

No comments:

Post a Comment