Wednesday, November 23, 2011

„რენო“ და „ნისანი“ ულტრა იაფ ავტომობილს გამოუშვებენ

Renault, Nissan Studying New Small Car to be Made in India
23 ნოემბერი
მალე „რენო“ და „ნისანი“ სრულიად ახალი ავტომობილის შექმნას შეუდგებიან, რომელიც ფრანგული კომპანიის უიაფეს მოდელ „ლოგანზე“ თითქმის სამჯერ იაფი ეღირება და ის მსოფლიოს უიაფეს ავტომობილ „ტატა ნანოს“ გაუწევს კონკურენციას. ამასთან, ის განვითარებად ქვეყნებში – ინდოეთში, ჩინეთსა და სამხრეთ ამერიკაში გაიყიდება.

პროექტს სათავეში „რენოს“ ხელმისაწვდომი ავტომობილების დივიზიონის შეფი ჟერარ დეტურბე უხელმძღვანელებს. სავარაუდოდ, ახალი ავტომობილისათვის სრულიად ახალ პლატფორმას, ძრავებს და ტრანსმისიას შეიმუშავებენ. პროექტში მონწილეობას კი, ფრანგულ–იაპონური ალიანსის გარდა, ინდური კომპანია „ბაჟაჟიც“ (ფოტოზე ბაჟაჟ ლაიტი) მიიღებს.
„რენოსა“ და „ნისანის“ მთავარ აღმასრულებელ კარლოს გონს არაერთხელ უთქვამს, რომ საჭიროა ბაზრის ულტრა იაფი ავტომობილების სეგმენტში შესვლა, რაც მის კომპანიებს წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას მისცემს. როგორც ცნობილია, ინდური კომპანია „ნანოსთან“ დაკავშირებით, ბევრ პრობლემას წააწყდა. უპირველეს ყოვლისა, ვერ ხერხდება ამ პატარა ავტომობილის წარმოების სრული სიმძლავრით ამოქმედება. მაგრამ ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ავტომობილი სხვა ბაზრებზე არ გადის (ამასაც თავისი მიზეზები აქვს). „რენოსა“ და „ნისანის“ ავტომობილი კი ერთდროულად რამდენიმე დიდ ბაზარზე გაიყიდება.
გონი ამბობს, რომ მისი კომპანიების ახალი ავტომობილი „ნანოზე“ ძვირი ეღირება, თუმცა მათ ფასში სხვაობა დიდი არ იქნება. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილის ფასი 2.5 დოლარს ასცდება. ავტომობილს ინდოეთში, ქალაქ ჩენაის ქარხანაში გამოუშვებენ, რადგან ეს ქვეყანა მისი ძირითადი ბაზარი უნდა იყოს.
ჩენაის ქარხანა ახალი გახსნილია და მისი საწარმოო სიმძლავრე წლიურად 400 000 ავტომობილია. ამ ქარხანაში ამჟამად „ნისან მიკრას“, „რენო ფლუენსს“ და „რენო კოლეოსს“ აწარმოებენ. იქვე მალე „დაჩია დასტერის“ წარმოებას დაიწყებენ.

No comments:

Post a Comment