Thursday, November 24, 2011

კუბიცას მენეჯერი აღშფოთებულია

Manager denies Robert Kubica will miss start of 2012 Formula 1 season
24 ნოემბერი
რობერტ კუბიცას მენეჯერი დანიელე მორელი (ფოტოზე, კუბიცასთან ერთად) აცხადებს, რომ „რენოს“ გუნდის ხელმძღვანელობამ საკუთარი ინტერპრეტაციით გამოაქვეყნა პოლონელი მრბოლის გამონათქვამი და საბოლოოდ ისე გამოიყვანა, ის თავისი ნებით ამბობს ფორმულა ერთში, მომავალი სეზონის დაწყებამდე დაბრუნებაზე. მორელი გუნდს ტყუილებსა და ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს.

„რენოს“ მიერ გამოქვეყნებულ პრეს რელიზში შემდეგი ეწერა: „იმის მიუხედავად, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, თავდაუზოგავად ვმუშაობდი იმისათვის, რომ ტრავმა მომეშუშებინა, ვერ ვიტყვი, რომ ფორმულა ერთში დასაბრუნებლად მზად ვარ. მე დავურეკე გუნდს და ამის შესახებ ვაცნობე“.
მორელი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ ფრანგულმა გუნდმა პოლონელი მრბოლის გამონათქვამი შეცვალა. მისი სიტყვებით, კუბიცას არ უთქვამს, რომ მომავალი სეზონისთვის მომზადებას ვერ ასწრებს. მან მხოლოდ ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა პირველ სეზონისწინა ტესტების პირველ სესიაში მონაწილეობას. „ჩვენ გვჯერა, რომ სეზონის დასაწყისისთვის ის მზად იქნება“, – ამბობს მორელი და აცხადბს, რომ კუბიცას „რენოსთან“ კონტრაქტი 2011 წლის 31 დეკემბერს უმთავრდება და არა მომავალი სეზონის ბოლოს, როგორც ამას გუნდის ხელმღვანელობა აცხადებს. და მისი დასრულების შემდეგ, მორელი სხვა გუნდებთან დაკავშირებას აპირებს.
„თუ რობერტი დაბრუნდა, ის ისეთივე ძლიერი იქნება, როგორიც ავარიამდე იყო. ამიტომ, მის მიწვევას ტოპ გუნდები ისევ მოისურვებენ. ახლა მას წონაში ცოტა მომატებული აქვს, მაგრამ ეს რეაბილიტაციის პროცესს უკავშირდება. სამაგიეროდ, მარჯვენა ფეხში ძალა მოიკრიბა და მას ისევე ხმარობს, როგორც მარცხენას. მალე მას იდაყვიდან სამაგრ ფირფიტებს ამოუღებენ და ამის შემდეგ, მის სხეულში უცხო დეტალები აღარ იქნება. ხელში ნერვული დაბოლოებების ფუნქცია მთლიანად აღდგენილი აქვს. ახლა მთავარია, რომ კუნთოვანი მასა და ძალა აღიდგინოს. იმის გამო, რომ ხელი დიდხანს უმოძრაოდ ჰქონდა, კუნთოვანი მასა გაილია და ახლა ამას აღდგენა სჭირდება. მაგრამ ტესტების დაწყებამდე, მისი ორგანიზმი დატვირთვებისთვის მზად იქნება. ყველაზე ძნელი უკან დარჩა და ახლა რობერტი მთელი მონდომებით შეუდგება ფიზიკურ ვარჯიშებს“, – ამბობს მორელი.

No comments:

Post a Comment