Sunday, November 27, 2011

უებერმა სეზონის გამარჯვებით დაასრულა

Webber wins Brazilian Grand Prix
27 ნოემბერი
ავსტრალიელი მარკ უებერის გამარჯვებით დასრულდა წლევანდელი სეზონის ბოლო ეტაპი – ბრაზილიის დიდი პრიზი. მან და მსოფლიოს უკვე ორგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა „რედ ბულს“ დუბლი მოუპოვეს და ასე დააგვირგვინეს სეზონი, რომელშიც გერმანელ მრბოლს და მის გუნდს რეალური კონკურენტები არ ჰყავდათ.

უებერმა კი ამ სეზონში თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა, რაც დიდწილად იმ გარემოებამ განაპირობა, რომ ფეტელს შუა რბოლაში გადაცემათა კოლოფი გაუჭირვეულდა. საბოლოოდ, ფინიშის ხაზი მათ 16.9–წამიანი დაშორებით გადაკვეთეს. მესამეზე კი „მაკლარენის“ ჯენსონ ბატონი გავიდა. უებერმა ბოლო 26 თვეში პირველი რბოლა მოიგო. სულ კი ეს მის კარიერაში მეშვიდე გამარჯვებაა. ბრაზილიური რბოლა კი მან მეორედ მოიგო (პირველი გამარჯვება 2009 წელს მოიპოვა).
ფეტელმა რბოლა პოულიდან დაიწყო და დამაჯერებლადაც ლიდერობდა, მაგრამ შემდეგ კოლოფში რაღაც აირია. მას ბოქსებიდან რამდენიმე მითითება მისცეს და ტელემეტრიის საშუალებით, უწესივრობის აღმოფხვრას შეუდგნენ, თუმცა სანამ ეს მოხდებოდა, უებერმა თანაგუნდელს გაუსწრო. ამის შემდეგ, ფეტელმა რამდენიმე სწრაფი წრე დააფიქსირა, მაგრამ ავსტრალიელის დაწევა ვეღარ შეძლო.
რბოლის მიწურულს, ბოლოსწინა წრეზე, უებერმა უსწრაფესი წრე დააფიქსირა. ამ დროს, ბოქსებიდან აცნობეს ეს და ურჩიეს შეანელე, მეტი აღარ გჭირდებაო, მაგრამ უებერმა ყური არ უგდო და კიდევ უფრო გაზარდა ტემპი. შედეგად, ბოლო წრე კიდევ უფრო სწრაფად გაიარა. ნარბოლევს კი დაღონებულმა თქვა, კარგი იქნებოდა, ფეტელთან ბრძლაში მომეგოო.
ბრაზილიაში მოპოვებული მესამე ადგილით, ბატონმა ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა. მან 12 ქულით აჯობა უებერს. სხვათა შორის, რბოლის პირველ ნწილში, ბატონს ფერნანდო ალონსომ გაასწრო, ვინც სტარტზე ლუის ჰამილტონიც მოიტოვა უკან. მაგრამ ფინიშამდე 9 წრე რომ რჩებოდა, მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონმა ესპანელს მაინც გაასწრო.
ჰამილტონმა ფინიშს ვერ მიაღწია. მან სტარტიც უხეიროდ დაიწყო – უებერის უკან შეფერხდა და წინ ალონსო გაუშვა. ეგ კი არა, ფელიპე მასასაც შეეძლო მისი გასწრება, მაგრამ ბრიტანელმა პოზიცია დაიცვა. სანამ რბოლას გამოეთიშებოდა, ჰამილტონი საკმაოდ პასიურად გამოიყურებოდა. მაგრამ შემდეგ მასას დაეწია, ვისაც ერთი პიტ სტპი გამოტოვებული ჰქონდა. აქ კი ჰამილტონი ამოქმედდა და რამდენჯერმე შეუტია კიდეც. ბევრმა ალბათ იფიქრა, სეზონის ბოლოს, ამათს მეშვიდე შეჯახებასაც ვნახავთო, მაგრამ მოულოდნელად, ჰამილტონმა ტემპი დააგდო და მალე გაჩერდა კიდეც. ამ შემთხვევაშიც, გადაცემათა კოლოფი დაზიანდა. ოღონდ, ფეტელისგან განსხვავებით, მან გზის გაგრძელება ვერ შეძლო.


ბრაზილიის დიდი პრიზი
სან პაულუ. ინტერლაგუში. დისტანცია 305.909 კმ (4.309 კმ, 71 წრე)
1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:32:17.464
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            +00:16.983   
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               00:27.638   
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 00:35.048   
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            01:06.733   
6. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1 წრე
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1 წრე
8. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1 წრე
9. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         1 წრე
10. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1 წრე
11. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1 წრე
12. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1 წრე
13. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1 წრე
14. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1 წრე
15. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)             1 წრე
16. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                2 წრე
17. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                 2 წრე
18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        2 წრე
19. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                 3 წრე
20. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)            3 წრე
გ. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                  10 წრე
გ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         25 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      45 წრე
გ. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                            50 წრე
 
შენიშვნა: გ – გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: მარკ უებერი – 1:15.324, 71–ე წრე

საბოლოო კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი – 392 ქულა; 2. ჯენსონ ბატონი – 270; 3. მარკ უებერი – 258; 4. ფერნანდო ალონსო – 257; 5. ლუის ჰამილტონი – 227; 6. ფელიპე მასა – 118; 7. ნიკო როსბერგი – 89; 8. მიხაელ შუმახერი – 76; 9. ადრიან სუტილი – 42; 10. ვიტალი პეტროვი – 37; 11. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) – 34; 12. კამუი კობაიაში – 30;
13. პოლ დი რესტა – 27; 14. ხაიმე ალგერსუარი – 26; 15. სებასტიან ბუემი – 15; 16. სერხიო პერესი – 14; 17. რუბენს ბარიკელო – 4; 18. ბრუნო სენა – 2; 19. პასტორ მალდონადო – 1;
- - - - - - - - - -
20. პედრო დ ლა როსა (ესპანთი, ზაუბერი) – 0; 20. იარნო ტრული – 0; 20. ჰეიკი კოვალაინენი – 0; 20. ვიტანტონიო ლიუცი – 0; 20. ჟერომ დ’ამბროზიო – 0; 20. ტიმო გლოკი – 0; 20. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) – 0; 20. დანიელ რიკიარდო – 0; 20. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ლოტუსი) – 0
           
კონსტრუქტორთა პირველობა
1. რედ ბულ–რენო – 650 ქულა; 2. მაკლარენ–მერსედესი – 497; 3. ფერარი – 375; 4. მერსედესი – 165; 5. რენო – 73; 6. ფორს ინდია–მერსედესი – 69; 7. ზაუბერ–ფერარი – 44; 8. ტორო როსო–ფერარი – 41; 9. უილიამს–კოსუორტი – 5;
- - - - - - - - - -
10. ლოტუს–რენო – 0; 10. ისპანია–კოსუორტი – 0; 10. ვირჯინ–კოსუორტი – 0

No comments:

Post a Comment