Sunday, November 27, 2011

„რენო“ პილოტების საკითხს ორ კვირაში მოაგვარებს

Renault to decide on 2012 driver line-up within the next fortnight
27 ნოემბერი
ბრაზილიის დიდი პრიზის წინ, „რენოს“ შეფმა ერიკ ბუიემ (ფოტოზე) განაცხადა, რომ პილოტებს უახლოეს ორ კვირაში შეარჩევს. მან დაადასტურა, რომ რობერტ კუბიცა მზად არ იქნება მომავალი სეზონის დასაწყისისთვის. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ პოლონელზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. კერძოდ კი, გუნდში (რომელსაც მომავალი სეზონიდან ლოტუს–რენ დაერქმევა) მისი დარჩენის საკითხი.

ბუიეს თქმით, ამჟამად ბევრი მრბოლის საკითხი განიხილება. მათ შორის არიან რომენ გროჟანი და ბრუნო სენა, კიმი რაიკონენი და ადრიან სუტილი, ასევე ჰეიკი კოვალაინენი. ბუიე ჯერჯერობით არაფერს ამბობს ვიტალი პეტროვზე, რომლის გუნდში დარჩენაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ნებისმიერ შემთხვევაში, პილოტებს გუნდის მმართველი საბჭო აარჩევს.
ყველაზე მეტად საინტერესო რაიკონენის საკითხია. ყველას უნდა, რომ მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი დაბრუნდეს. ცოტა ხნის წინ იყო ვარაუდი, რომ მას „უილიამსი“ მიიწვევდა, მაგრამ ყატარის ბანკმა ინგლისურ გუნდს უარი უთხრა ფინელი პილოტისთვის ხელფასის გადახდაზე. ასე რომ, კიმის „უილიამსში“ გადასვლა უკვე გამოირიცხა.
არსებობს იმის მინიმალური შანსიც, რომ „რენოში“ რუბენს ბარიკელო გადავიდეს. ბუიე ამბობს, რომ ბრაზილიელმა რამდენჯერმე დაურეკა და მათ ელექტრონული ფოსტითაც ჯქონიათ მიმოწერა. ბუიეს მისთვის უთქვამს, რომ ბარიკელო „რენოს“ სიის სათავეში არაა და რომ დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს.
ბუიეს ყველაზე მეტად მაინც კუბიცასთან ურთიერთოის გარკვევა სურს, რისთვისაც მის მენეჯერს შეხვდება. მას პირველ რიგში აინტერესებს პოლონელი პილოტის შორეული გეგმები. ბუიეს თქმით, გავრცელდა ხმები, რომელთა მიხედვითაც, პოლონელსა და „ფერარის“ შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. და ის არ აპირებს, ტესტებისთვის მისცეს მას მანქანა, თუ არ იქნება დარწმუნებული, რომ კუბიცა 2013 წელსაც „რენოში“ გაატარებს.

No comments:

Post a Comment