Wednesday, November 23, 2011

ოჟიე „ფოლკსვაგენის“ გუნდში იასპარეზებს

Sebastien Ogier joins Volkswagen's WRC team
23 ნოემბერი
სებასტიან ოჟიე და
ჟულიან ინგრასია
სებასტიან ოჟიემ „ფოლკსვაგენის“ გუნდთან გააფორმა კონტრაქტი. მართალია, მას „სიტროენთან“ კონტრაქტი მომავალი სეზონისთვისაც ჰქონდა, მაგრამ ფრანგულმა გუნდმა მის ადგილზე ფინელი მიკო ჰირვონენი მიიწვია, რომელიც მომავალ სეზონში, მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონ სებასტიან ლოებს გაუწევს პარტნიორობას.
27 წლის ფრანგი პილოტი გერმანულ გუნდში დაუყოვნელივ გადავა და მასთან ერთად, მომავალ სეზონში ჰეჩბეკ „პოლოს“ რალის ვერსიის მომზადებაში მიიღებს მონაწილეობას. 2013 წლიდან კი ამ მანქანით. მსოფიო ჩემპიონატში იასპარეზებს.
„ევროპაში „ფოლკსვაგენი“ პირველია და მალე მსოფლიოშიც პირველი გახდება. ეჭვი არ მეპარება, მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობა იმისთვის გადაწყვიტეს, რომ აქაც პირველობისთვის იბრძოლონ. და მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ამბიციური გუნდის წევრი გავხდი“, – განცხადა ოჟიემ.
„ვამაყობთ იმით, რომ ასეთი წარმატებული და სწრაფი მრბოლი და მისი შტურმანი ჟულიან ინგრასია „ფოლკსვაგენში“ გადმოვიდნენ. ჩვენი მიზანია, „პოლო R WRC“ რაც შეიძლება მალე გახდეს კონკურენტუნარიანი. ეს მიზანი გუნდის მამოძრავებელია. ვიმედვნბთ, რომ სებასტიანთან და ჟულიანთან ერთად, ბევრ გამარჯვებას და ტიტულს მოვიპოვებთ“, – განაცხადა „ფოლკსვაგენის“ მოტორსპორტის დივიზიონის დირექტორმა კრის ნისენმა.

No comments:

Post a Comment