Wednesday, November 23, 2011

კუბიცა მომავალი სეზონის დასაწყისს გამოტოვებს

Robert Kubica confirms he will miss the beginning of the 2012 F1 season
23 ნოემბერი
რობერტ კუბიცამ „რენოს“ ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მომავალი სეზონის დასაწყისისთვის მზად ვერ იქნება. მართალია, მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ის თვლის, რომ სეზონის დასაწყისს სრულ ფიზიკურ მზადყოფნში ვერ შეხვდება.

„მართალია, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, თავდაუზოგავად ვმუშაობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომავალი სეზონის დასაწყისისთვის სრულ მზადყოფნაში ვერ ვიქნები. გუნდს დავურეკე და სიტუაცია გავაცანი. ეს ძალიან ძნელად მისაღები გადაწყვეტილება იყო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა“, – ამბობს კუბიცა და დასძენს:
„რაც შეეხება ჩემი გამოჯანმრთელების პროცესს, ის ძალიან კარგად მიმდინარეობს. ექიმები ძალიან კმაყოფილები არიან. უბრალოდ, მეტი დრო მჭირდბა, რადგან მინდა, როცა დავბრუნდები, ასი პროცენტით მზად ვიყო. დაბოლოს, ვწუხვარ, რომ მეტი ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია. ჩემს მეგობრებს მედიაში ძალიან ვემადლიერები, რადგან ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში, მათ კარგად გაიგეს ჩემი მდგომარეობა“.
„რენოს“ ინფორმაციით, კუბიცა ამჟამად თავისუფლად დადის და მარჯვენა ხელსაც უპრობლემოდ ამოძრავებს. ამასთან, გუნდი პოლონელ პილოტს ყველანაირად დაეხმარება. ამისთვის, სატესტო მანქანა და მომსახურე პერსონალიც კია მომზადებული. და თუ კუბიცა ჩათვლის, რომ უფრო ადრე დაბრუნება შეუძლია, ამაში „რენო“ ყველანაირად დაეხმრება.
ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი კუბიცას მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება, თუმცა „რენო“ მზადაა, ის ერთი წლით გააგრძელოს, რისთვისაც მრბოლის მენეჯერებს უკვე დაუკავშირდა. პარალელურად, გუნდი მომავალი სეზონისთვის (რომელშიც უკვე ლოტუს–რენოს სახელით იასპარეზებს) პილოტის შერჩევასაც შეუდგა.

No comments:

Post a Comment