Monday, November 28, 2011

„ტოიოტა Fun-Vii“ - მოძრავი, მომართვადი, უცნური

Toyota Fun-Vii is rolling, customizable weirdness
28 ნოემბერი
ტოკიოს წლევანდელი მოტორ შოუ მდიდარი იქნება მომავლის კონცეპტუალური ავტომობილებით, თუმცა ამ მრავალფეროვნებაშიცაა გამორჩეული ექსპონატები, რომლებიც თავისუფლად შეიძლება გამოფენის ვარსკვლავებად ჩავთვალოთ. ასეთთა შორისაა „ტოიოტას“ მომავლის ავტომობილი, უცნაური გარეგნობით, ფუნქციებით და სახელითაც კი.

ესაა Fun-Vii (გასართობი-მოძრავი, მომართვადი, უცნაური), რომელსაც იაპონური კომპანია „სმარტფონს ბორბლებზე“ უწოდებს. ავტომობილი დიზაინრთა ხედვას წარმოგვიდგენს იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის ავტომობილი, რომელშიც ადამიანები და მაქანები ერთ მთლიან გარემოში ექცევიან და მათ შორის ურთიერთობა გამარტივებულია.
Fun-Vii სამადგილიანი ავტომობილია. სამიდან ორი სავარძელი წინაა მოთავსებული, ერთი კი - უკან. მაგრამ მასში მთავარი ძარის გარე და შიდა პანელებია, რომლებზეც ტექსტური და ფოტო გამოსახულებების გამოტანაა შესაძლებელი. ასე განსაჯეთ, ელექტრონიკის დახმარებით, ძარის პანლები ფერს იცვლის. ამას წამები სჭირდება და ეს პროცესი ისევე მარტივია, როგორც კომპიუტერში მარტივი მანიპულაციების შესრულება. ამ პროგრამის დახმარებით, შეგიძლიათ, ძარა წუთში ნახატებით გააფორმოთ, ან მასზე სარეკლამო წარწერები და ბანერებიც კი გამოსახოთ. მოკლედ, ის ერთგვარი მონიტორის მოვალეობასაც ასრულებს.
Fun-Vii იმითაცაა საინტერესო, რომ მას ახლომდებარე მოძრავ და სტაციონარულ ობიექტებთან ურთიერთობა შეუძლია. მთავარია, ეს ობიექტებიც აღჭურვილი იყოს შესაბამისი ელექტრონული სისტემებით. დაკიდევ, ავტომობილის ზოგიერთი ფუნქციის მართვა დისტანციურად, სმარტფონით და სხვა მსგავსი მოწყობილობითაც შეიძლება.
ამ მართლაც უცნაური ავტომობილის შესახებ, უფრო მეტ ინფორმაციას „ტოიოტა“ ტოკიოს შოუზე გამოაქვეყნებს.

No comments:

Post a Comment