Friday, November 25, 2011

„მერსედესმა“ „მაიბახს“ განაჩენი გამოუტანა

Mercedes-Benz killing Maybach in 2013
25 ნოემბერი
ჯერ ეს ოფიციალურად დადასტურებული არაა, მაგრამ გამოცემა „ავტოუიკი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „მერსედეს ბენცის“ ხელმძღვანელობას, თავისი ულტრა ლუქს კლასის ბრენდ „მაიბახის“ დახურვა აქვს გადაწყვეტილი. შტუტგარტული კომპანიის წარმომადგენელმა, ვინც ინკოგნიტოდ დარჩენ აისურვა, გამოცემას განუცხადა, რომ „მაიბახი“ 2013 წლიდან შეწყვეტს არსებობას.
გერმანულმა კომპანიამ ეს ბრენდი 2002 წელს აღადგინა, მაგრამ იქიდან მოყოლებული, „მაიბახმა“ ვერაფრით გაამართლა მოლოდინი – ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევდა თავის მთავარ კონკურენტებს – „როლს როისს“ და „ბენტლის“. თავისი ულტრა ლუქს ბიზნესის გადასარჩენად, „სამქიმიანებმა“ „ასტონ მარტინთან“ თანამშრომლობა გადაწყვიტეს, რისი მიზანიც, ინგლისური მარკის გამოცდილების გამოყენა იყო, მაგრამ მათ შორის დადებულმა გარიგებამ ვერ იმუშავა.
„ავტოუიკის“ წყაროს ინფორმაციით, „მაიბახი“ ბაზარზე მანამ დარჩება, სანამ შტუტგარტელები ბაზარზე თავიანთ სრულიად ახალ S–კლასის სედანს გამოიყვანენ. ამ ავტომობილს მყიდველს სამ ვარიანტად შესთავაზებენ, რომელთაგან უმაღლეს საფეხურზე S600 იდგება და ეს ვერსია მარკა „პულმანსაც“ მიიღებს. სწორედ ამ ავტომობილით აპირებს „მერსედეს ბენცი“ „როლს როისთან“ და „ბენტლისთან“ კონკურენციას...

No comments:

Post a Comment