Saturday, November 26, 2011

„ჰონდა“ პატარა ელექტრომობილს გამოუშვებს

Honda Fit EV available in 2012 for lease only, $399 per month
26 ნოემბერი
ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე, „ჰონდამ“ თავის პოპულარულ კომპაქტვენ „ფიტის“ (ჯაზის) ელექტრული ვერსია წარადგინა და გამოაცხადა, რომ ზაფხულიდან ეს ავტომობილი კომპანიის ამერიკელ დილერთა შოურუმებში გამოჩნდბა. თუმცა, ისიც ითქვა, რომ პატარა ელექტრომობილი მხოლოდ ლიზინგის წესით, თვეში 339 დოლარად გაიყიდება და მას მხოლოდ ისინი მიიღებენ, ვინც მზადაა, ის დიდი ხნით დაიტოვოს. პირველ რიგში, ელექტრული „ფიტის“ გაყიდვებს „ჰონდას“ კალიფორნიელი და ორეგონელი დილერები მიიღებენ, სხვა შტატებში კი მისი გაყიდვა 2013 წელს დაიწყება.

ელექტრული „ფიტი“ აღჭურვილია 92–კილოვატიანი ელექტროძრავით, რომელსაც ენერგიით 20 კილოვატსაათი ტევადობის მქონე ლითიუმ–იონური ელემენტების ბლოკი კვებავს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი სრული დამუხტვით 196 კილომეტრი გაიაროს. თუმცა შერეული ციკლით (ქალაქსა და მაგისტრალზე) მოძრაობისას, სვლის სიშორე მხოლოდ 121 კილომეტრია. 240–ვოლტიანი დამმუხტველით, აკუმულატორის დამუხტვას 3 საათი ჰყოფნის.
ავტომობილი სამ რეჟიმში მუშაობს, ესენია სპორტული, სტანდარტული და ეკონომიური. ბუნებრივია, ეკონომიურ რეჟიმში მოძრაობისას, ავტომობილი ყველაზე ნაკლებ (სტანდარტთან შედარებით, 17 პროცენტით ნაკლებს) ენერგიას ხარჯავს. სამაგიეროდ, სპორტულ რეჟიმში აქცენტი დინამიურობაზე კეთდება და ამ დროს, სვლის სიშორეც ძლიერ კლებულობს.
პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში, ელექტრული „ფიტის“ ფასი 36 625 დოლარია, თუმცა ის მხოლოდ ლიზინგით გაიყიდება. თუმცა, სამ წელიწადში იაპონური კომპანია მხოლოდ 1100 ცალ ასეთ ავტომობილს გამოუშვებს.

No comments:

Post a Comment