Friday, November 18, 2011

„ალფა რომეო“ „მაზდა MX-5 მიატას“ კონკურენტს შეიმუშავებს

Alfa Romeo planning lightweight Mazda MX-5 Miata rival
18 ნოემბერი
„ალფა რომეო“ თავისი რამდენიმე მოდლის, მათ შორის, „ბრერა სპაიდერის“ შეცვლას აპირებს. ბრიტანულ გამოცემა „ავტო ექსპრესის“ ცნობით, ახალი ღია ავტომობილით, იტალიური კომპანია კონკურენციას „მაზდას“ მეტად პოპულარულ მინი როდსტერ „MX-5 მიატას“ გაუწევს.
აღიარებულია, რომ „ბრერა სპაიდერი“ „ალფა რომეოს“ ისტორიაში, ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი ავტომობილია, თუმცა მისი დინამიკური მახასიათებლები, რბილად რომ ითქვას, უკეთესის სურვილს ტოვებს. ამიტომ, მილანური კომპანია უკვე დიდი ხანია, მისი შემცვლელის გამოშვებაზე ფიქრობს. ფიქრობს და ამაზე ზრუნავს კიდეც – ამისათვის, ატელიე „პინინფარინას“ კონცეპტუალური „დუეტოტანტა“ დაამზადებინა, რომელმაც ჟენევის შარშანდელ ავტო შოუზე, სპეციალისტების და დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
მაგრამ ამ ავტომობილმა კონვეიერამდე ვერ მიაღწია. სამაგიეროდ, მილანელებმა კიდევ ერთი ძალიან მომხიბვლელი კონცეპტუალური ავტომობილი – 4C გვიჩვენეს, რომელიც უფრო ახლოსაა რეალობასთან, ვიდრე „დუეტოტანტა“. ეს კონცეპცია საკუთრივ „ალფას“ სტილის ცენტრის სპეციალისტების (ლორენცო რამაჩოტის ხელმძღვანელობით) ნამუშევარია.
გარდა იმისა, რომ მოდელ „ჯულიეტასგან“ ნასესხები 1.7–ლიტრიანი ტურბოძრავითაა (რომელიც ბაზის უკანა ნაწილში მოთავსდა) აღჭურვილი, ეს ორადგილიანი ავტომობილი სიმსუბუქითაც გამოირჩევა – შასის კონსტრუქციაში ალუმინის უხვად გამოყენების წყალობით, ის მხოლოდ 850 კილოგრამს იწონის. ახალი ავტომობილი საიმიჯო უნდა იყოს, რომელიც ამერიკაში „ალფას“ წარმატებით დაბრუნება უნდა უზრუნველყოს. ის ალბათ სწორედ 4C–ს ბაზაზე დამზადდება, რომელსაც იტალიური კომპანია ამერიკაში მერმისს შეიტანს.
დროთა განმავლობაში, „ალფა რომეო“ ამერიკაში „ჯულიას“ და უფრო დიდი სედანის გაყიდვასაც დაიწყებს. ეს უკანასკნელი „კრაისლერ 300C–ს“ ბაზაზე შეიქმნება. იტალიური კომპანია, რომელიც „კრაისლერთან“ ერთად, „ფიატ–ის“ საავტომობილო ჯგუფში შედის, იტალიური კომპანია, რომელიც „კრაისლერთან“ ერთად, „ფიატ–ის“ საავტომობილო ჯგუფში შედის, იმედოვნებს, რომ სამ წელიწადში, ამერიკის ბაზარზე მისი გაყიდვები 85 000–ს მიაღწევს. გლობალურ ბაზარზე გაყიდვებმა ნახევარ მილიონს უნდა მიაღწიოს.

No comments:

Post a Comment