Teammate says Schumacher cheated in 1994
7 დეკემბერი
ფერსტაპენი (უკან) და შუმახერი კვარცხლბეკზე |
ჰოლანდიელი მრბოლი იოს ფერსტაპენი, ვინც 1994 წლის სეზონში მიხაელ შუმახერის თანაგუნდელი იყო, აცხადებს, რომ გერმანელმა თავისი პირველი ტიტული, აკრძალული ელექტრონული სისტემების დახმარებით მოიპოვა. ფერსტაპენი ამბობს, რომ მისი მანქანა (ბენეტონი) სრულად შეესაბამებოდა ტექნიკურ რეგლამენტს, შუმახერისა კი, რომლითაც მან ჩემპიონატი მოიგო, საიდუმლო სისტემებით იყო აღჭურვილი.
„მე ვიცი, რა ხდებოდა, როცა ჩვენ „ბენეტონში“ ვიყავით. ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ მე თავს ვიმართლებ. მაგრამ ვიცი, რომ მისი მანქანა ჩემისგან განსხვავდებოდა. მაშინ მეგონა, რომ ეს შეუძლებელი იყო – ყოველთვის ბოლო მომენტში ვამუხრუჭებდი და მოსახვევებსაც ლიმიტის ზღვარზე გავდიოდი. მაგრამ როგორ აკეთებდა შუმახერი ამას? რაღაც ისე არ ხდებოდა“, – ჰოლანდიურ გამოცემა „ნუსპორტთან“ საუბრისას ყვება ფერსტაპენი.
„მის მანქანაზე ელექტრონულ დამხმარე სისტემებს იყენებდნენ. ის ამაზე არასოდეს ლაპარაკობდა, მაგრამ როცა ფლავიო ბრიატორეს ვკითხე, მან მიპასუხა: მოდით, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. ასე რომ, მე ყველაფერს მივხვდი. ისევე როგორც ყველა სხვა მრბოლი, მიხაელიც მანქანაზეა დამოკიდებული. ბევრისთვის ის ღმერთი იყო, მაგრამ კარტინგში მას ერთხელაც არ დავუმარცხებივარ“, – დასძენს ფერსტაპენი.
No comments:
Post a Comment