2013 SRT Viper Will Shed Dodge Name
14 დეკემბერი
„კრაისლერი“ თავის სუპერ ავტომობილ „დოჯ ვაიპერის“ ახალი თაობის მოდელს ამზადებს, რომლის პრემიერაც აპრილში, ნიუ იორკის მოტორ შოუზე ჩატარდება. ახალი ავტომობილი „დოჯის“ ნაცვლად, SRT–ს მარკით გაიყიდება, რომელიც ამერიკული კომპანიის ავტომოვილების საქარხნო ტუნინგითაა დაკავებული. ახალი ავტომობილის სრული სახელწოდება იქნება „SRT ვაიპერი“.
„SRT ჩვენი ბრენდია, ახალი „ვაიპერი“ კი მისი ფლაგმანი გახდება“, – გამოცემა „ინსაიდ ლაინთან“ საუბრისას განაცხადა „კრაისლერის“ პრესმდივანმა დენ რიდმა, რომელმაც უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ახალი „ვაიპერი“ „მაზერატის“ და „ფერარის“ აგრეგატებს მიიღებს. მისი თქმით, ახალი სუპერ ავტომობილი, მისი კომპანიის სამოდელო გამისგან მთლიანად განცალკევებული იქნება და იმ ტექნიკურ აღჭურვილობას მიიღებს, რომლებსაც სხვა მოდელებზე არ გამოიყენებენ. რიდი ამბობს, რომ ახალი „ვაიპერის“ შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ნიუ იორკის მოტორ შოუზე გამოცხადდება.
ახალი „ვაიპერის“ შესახებ ინფორმაცია „კრაისლერმა“ პირველად ამ წლის დასაწყისში გააჟღერა. მაშინ „დოჯის“ შეფმა რალფ ჟილმა განაცხადა, რომ ახალი სუპერ ავტომობილის შექმნისას, კომპანიის დიზაინერებმა შთაგონება პლიაჟზე მწოლარე შიშველი ქალისგან მიიღეს. მისი თქმით, ავტომობილი ძალიან ლამაზი იქნება, რაც მას „პორშესა“ და „შევროლე კორვეტისთვის“ კლიენტების გადაბირებაში დაეხმარება.
სავარაუდოდ, ავტომობილის საბაზო აღჭურვილობაში V8 ძრავი შევა, მისი ტოპ ვერსია კი 8.4–ლიტრიან V10–ს მიღებს, რომელზეც „ფიატ–ის“ ტექნოლოგია „მულტიეარს“ გამოიყენებენ.
ცნობისათვის, „კრაისლერმა“ წინა თაობის „ვაიპერის“ წარმოება შარშან გააჩერა. იმ ავტომობილს კომპანიის დეტროიტული ქარხანა კონერ ავენიუ უშვებდა, რომელიც ახლა გაჩერებულია, თუმცა მაშინვე ამოქმედდება, როგორც კი მეორე თაობის სუპერ ავტომობილი წარმოებისთვის მომზადდება.
No comments:
Post a Comment